Материалы

მღვდელი გევორგ ასატრიანი

Ter Gevorgღირსი მღვდელი გევორგ ასატრიანი (ნათლობის სახელი გარუშ) დაიბადა 1981 წ. 31 იანვარს, სრ არმავირის რაიონის სოფ. ხორონქში.

დაწყებითი განათლება მიიღო ადგილობრივ საშუალო სკოლაში.

სკოლის დამთავრების შემდეგ მსახურობდა სრ შეიარაღებულ ძალებში.

2002 წელს ჩაირიცხა მთავარ საკათედრო წმიდა ეჯმიაწინის გევორგიან სასულიერო სემინარიაში.

2006 წ. 25 დეკემბერს,  ეპისკოპოსის არარატ გალთაგჭიანის მიერ ხელდასხმულ იქნა დიაკვნად.

2008 წ. დაამთავრა სასულიერო სემინარია და მსახურება დაიწყო მთავარ საკათედრო წმიდა ეჯმიაწინის ადმინისტრაციულ განყოფილებაში.

2009-12 წწ. მსახურობდა მყრ-ში სამხედრო ნაწილის სულიერ მოძღვრად.

2012-2018 წწ. მსახურობდა არმავირის ეპარქიის სოფ. არტიმეტის და არატაშენის „სურბ ასტვაწაწინ“ სახელობის ეკლესიაში.

2018 წ. 10 ივნისს, ერევნის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიაში, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ტათევ ჰაკობიანის მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდლად.

2018 წ. 30 ივლისს, სრულიად სომეხთა კათოლიკოსის უწმინდესის და უნეტარესის გარეგინ II-ის უმაღლესი განკარგულებით სასულიერო სამსახურში განწესდა საქართველოს სომეხთა ეპარქიაში.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის ბრძანებით, ღირსი მღვდელი გევორგი სასულიერო მსახურებაში დაინიშნა საქარველოს სომეხთა ეპარქიის სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალურ ვიკარიატში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფ. განძის „სურბ კარაპეტ“ ეკლესიისა და მიმდებარე სოფლების სულიერ მწყემსად.

ჰყავს მეუღლე და ერთი ვჟიშვილი.

საცხოვრებელი ადგილი: სოფ. განძა.

ტელ.: 571 22 29 85

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են