Материалы

ათანას კირაკოსიანი

Atanas Kirakosyan

დიაკვანი ათანას კირაკოსიანი დაიბადა 1987 წლის 14 აგვისტოს, ქალაქ ახალციხეში.

1994-2001 წწ. სწავლობდა და დაამთავრა ქალაქ ახალციხის  ჰოვანეს თუმანიანის სახელობის მე-3 სომხურენოვანი საჯარო სკოლა.

2001 წ. სექტემბერში ჩაირიცხა იერუსალიმის სომეხთა საპატრიარქოს ჟარანგავორაც (დიაკვანთა მომზადების) კოლეჯსა და მონასტერთან არსებულ სასულიერო სკოლაში.

2009 წ. დაამთავრა სასწავლებელი და მიიღო შესაბამისი მოწმობა.

2009 წ. ივნისში მისი ყოვლადუსამღვდელოესობის არქიეპისკოპოს ნურჰან მანუკიანის მიერ ხელდასხმულ იქნა დიაკვნად.

2009-2012 წწ. დიაკვნად მსახურობდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ქალაქ ახალციხის სურბ გრიგორ ლუსავორიჩ ეკლესიაში.

2012-2016 წწ. ბერად მსახურობდა იერუსალიმის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარში.

2016 წლის 1 აგვისტოდან მსახურობს საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ნინოწმინდის სომხური თემების სულიერი მოძღვრის თანაშემწედ.

დაქორწინებულია. ჰყავს ვაჟიშვილი.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են