Материалы

მღვდელი მამა დავით კიურეღიანი

Davit Qahana M

ღირსი მღვდელი დავით (ნათლობის სახელი - გევორგ) კიურეღიანი დაიბადა 1973 წელს, საქართველოში, ნინოწმინდის (ყოფილი ბოგდანოვკის) რაიონის სოფელ პატარა არაგიალში.

1980-1984 წწ․ სწავლობდა და დაამთავრა პატარა არაგიალის 8-წლიანი სკოლა.

1984-1990 წწ. სწავლობდა და დაამთავრა ნინოწმინდის N1 სომხურენოვანი საშუალო სკოლა.

1990-1996 წწ. სწავლობდა გევორგიან სასულიერო სემინარიაში.

1995 წ. არქიეპისკოპოს ანანია არაბაჯიანის მიერ ხელდასხმულ იქნა დიაკვნად.

1996-1997 წწ. კათოლიკოს გარეგინ I-ის მდივნად მსახურობდა საპატრიარქო რეზიდენციაში.

1997 წ. არქიეპისკოპოს ანანია არაბაჯიანის მიერ იკურთხა მღვდლად.

1997-1999 წ. იყო  სომხეთის მარტუნის რაიონის სულიერი მოძღვარი.

1999 წლიდან  მსახურობდა არარატის საპატრიარქო ეპარქიის სხვადასხვა თემში. სომხეთში

ღვთისმსახურება დაასრულა მასიაცოტნის ეპარქიის ვედის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში.

2024 წ. 10 ივლისიდან უმაღლესი პატრიარქისა და ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის,

უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ II- ის უმაღლესი განკარგულებით სასულიერო მსახურებაში დაინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიაში.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ბრძანებით, 2024 წლის 1-ელი აგვისტოდან ღირსი მღვდელი დავით კიურეღიანი, დაინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ახალქალაქის რაიონის სოფ. არაგვას (არაკოვა) სურბ გევორგ ეკლესიისა და მიმდებარე სოფლების სულიერ მოძღვრად.

დაოჯახებულია, ჰყავს 2 ქალიშვილი.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են