პროგრამა “მრავალფეროვანი საქართველო“ ჰოვანეს თუმანიანის 150 წლის იუბილეს მიეძღვნა
2019 წლის 24 ოქტომბერს, საქართველოს კულტურის სამინისტროს „მრავალფეროვანი საქართველო“ ტრადიციული პროგრამის მიმდინარე წლის ღონისძიება რომელიც ნინოწმინდის კულტურის სახლში ჩატარდა, ეძღვნებოდა ჰოვანეს თუმანიანის 150 წლის იუბილეს. პროგრამა განხორციელდა საქართველოს სომეხთა ეპარქიასთან თანამშრომლობით, რომლსაც ესწრებოდნენ თემის „ჰოვანეს თუმანიანის სახელი“ კულტურულ-სამეცნიერო და „ჰაიარტუნ“ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრები, საქართველოს მწერალთა კავშირი.
ღონისძიებაზე თავისი კურთხევა მოიტანა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალმა, ღირსმა მამამ, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანმა, თემის ადიმინისტრაციულ-ეკონომიკური განყოფილების დირექტორის, კარენ ერიციანის თანხლებით. თბილისიდან ჩამობრძანებულიყო საპატიო დელეგაცია, კულტურის სამინისტროს ეროვნული პროგრამების კოორდინატორ ალექსანდრე გრიგალაშვილის ხელმძღვანელობით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ნინოწმინდის რეგიონალური ადმინისტრაციის წევრები, მუნიციპალიტეტის და ხელოვნების მოყვარული საზოგადოების წარმომადგენლები, სკოლის მოსწავლეები.
საიუბილეო წლის ფარგლებში საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ კულტურულ-სამეცნიერო ცენტრის ინიციატივით და საქართველოს კულტურის სამინისტროს „ეროვნული კულტურის განვითარების მხარდაჭერა“ პროგრამის დაფინანასებით, საქართველოს მწერალთა კავშირისა და „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ კულტურულ-სამეცნიერო ცენტრის თანამშრომლობით, განხორციელდა „ჰოვანეს თუმანიან-150“ ბილიგვური კრებულის ქართული გამოცემა, სადაც შესულია ყოვლად სომეხთა მწერლის გადაუთარგმნელი ლექსები და ზოგი ნათარგმნი შემოქმედება. კრებულის პრეზენტაცია „მრავალფეროვანი საქართველო“ პროგრამის ფარგლებში გაიმართა. კრებულის გამოცემის შესახებ სიტყვით წარსდგა „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრის ხელმძღვანელი გისანე ჰოვსეფიანი.
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ გივი შაჰნაზარი, მაყვალა გონაშვილი, მანანა გორგიაშვილი, ბაღათერ არაბული, რომლებსაც დიდ პატივად მიაჩნდათ ამ კრებულის პრეზენტაციაზე მონაწილების მიღება. მათ ღირებულად მიაჩნიათ ქართველი და სომეხი ხალხის საუკუნოვანი მეგობრობა, რომლის ერთ-ერთი ერთგული მოკავშირეც ჰოვანეს თუმანიანი იყო.
დამსწრეებს კურთხევა გადასცა და შეაქო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალმა ღირსმა მამამ, არქიმანდრიტ კურაკოს დავთიანმა. წმინდა მამამ საზოგადოებას მიულოცა ჰოვანეს თუმანიანის შემოქმედების ქართულ ენაზე რიგით გამოცემასთან დაკავშირებით, უმაღლესად შეაფასა გამოცემის რედაქტორთა გუნდის საქმიანობა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰოვანეს თუმანიან-150“ მედლებით დააჯილდოვა გივი შაჰნაზარი, მაყვალა გონაშვილი და ალექსანდრე გრიგალაშვილი.
ღონისძიების საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრმაც. ღონისძიება მიჰყავდათ „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელ ევგენია მარკოსიანს, კულტურის განყოფილების დირექტორ სურენ აბრამიანს.
პრეზენტაციის პარალელურად გაიმართა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ჰოვანეს თუმანიანის სხვადასხვა წლებში გადაღებული ფოტოები. გამოფენას უძღვოდა „ჰოვანეს თუმანიან-150“ კრებულის დიზაინერი ივანე კეზუა.
ღონისძიება გახდა იმის გარანტი, რომ ჰოვანეს თუმანიანი წარმოადგენდა არა მხოლოდ თავისი ხალხის, არამედ ქართველი ხალხის საყვარელ პოეტს. მას შეისწავლიან სკოლებში, მის ლექსებს კითხულობენ და მღერიან. სწორედ თუმანიანი იყო ის, ვინც სომეხ მკითხველს ახლებურად წარუდგინა ქართული ლიტერატურა, და თუმანიანის შემოქმედების თარგმნები იყო ის საშუალება, რომლითაც ქართველ მკითხველს წარედგინა სომეხი ლიტერატურის ნიმუშები.