სომხური ევანგელისტური ეკლესიის ხელმძღვანელებმა საქართველოს სომეხთა ეპარქიას ესტუმრეს
2019 წლის 29 მაისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანმა, თბილისის სურბ გევორგ ეკლესიაში უმასპინძლა ამერიკის სომეხური ევანგელისტური ასოციაციის...
2019 წლის 29 მაისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანმა, თბილისის სურბ გევორგ ეკლესიაში უმასპინძლა ამერიკის სომეხური ევანგელისტური ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს პატივცემულ ზავენ ხანჭეანს, მის მეუღლეს და ევრაზიიდან სომხური ევანგელისტური ეკლესიების ასოციაციის ხელმძღვანელ პატივცემულ რნე ლევონიანს.
მას შემდეგ, რაც თემის წინამძღვარმა მიესალმა სტუმრებს, მან წარადგინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ისტორიული წარსული და დღევანდელი მისია.
სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს უწმინდეს ვაზგენს თბილი მიღების და საქართველოში მცხოვრები სომხების შესახებ დეტალური ინფორმაციის გადმოცემისთვის და სურვილი გამოთქვეს სამომავლოდ თანამშრომლობის შესახებ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი და სტუმრები სურბ გევორგის ეკლესიაში ერთობლივად ილოცეს და იგალობეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ თემის სურბ გევორგ ეკლესიის სასულიერო მსახური კირაკოს სიმონიანი და თბილისში სომხური ევანგელისტური ეკლესიის სასულიერო მსახური კარენ ხაჩატრიანი.
იმავე დღეს სტუმრებმა ესწვიეს თემის „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ კულტურულ-სამეცნიერო ცენტრს და დიდი მწერლის ხსოვნას პატივი მიაგეს.