Материалы

თბილისის სურბ ეჯიმიაწინის ეკლესიაში ბავშვთა დაცვის დღე აღინიშნა

2019 წლის პირველ ივნისს, მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. დღემ სადღესასწაულო ხასიათი მიიღო საქართველოს დედაქალაქში და სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრები სომეხი ბავშვებისთვისაც. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის კურთხევით და „ჰაიარტუნ“ ცენტრის მხარდაჭერით, „სურბ მოვსეს ხორენაცი“ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მოსწავლეებისთვის მხიარული და გასართობი პროგრამა გაიმართა.

ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის ეზოში გავრცელდა სიმღერის და მუსიკის ჰანგები, რომელმაც ბავშვებს მხიარული სადღესასწაულო განწყობა შეუქმნა. „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელმა, ევგენია მარკოსიანმა ბავშვებს მიულოცა, გადასცა თემის წინამძღვრის კურთხევა და მათ ბედნიერი და ლაღი ბავშვობა უსურვა.

პატარებს შეუერთდნენ მათი დები და ძმები, ასევე N103 და N104 სომხური საჯარო სკოლის მოსწავლეები. საბავშვო მხიარულმა ცეკვამ და სიმღერამ განწყობა აამაღლა. თამაშების წამყვანების ჰენრიხ პეტროსიანის და მარი პოღოსოვას მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა თამაშ-შეჯიბრში ყველა ბავშვი ჩაერთო.

ხოლო ბავშვების ერთი ნაწილი ასფალტზე ხატვით ერთობოდა. სხვადახვა საბავშვო სიმღერების ფონზე მიმდინარე თამაშ-შეჯიბრები მხურვალე აპლოდისმენტებით და მხიარული ემოციებით სრულდებოდა.

ღონისძიების მიმდინარეობისას ბავშვების სახეები მოხატულ იქნა. ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის სასულიერო დასმა ბავშვებს ნაყინებით უმასპინძლა. ბავშვთა დაცვის დღე საქართველოს სომეხთა ეპარქიაში იყო მხიარული და ფერადი.

სურბ ეჯმიაწინ

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են