დამშვიდობების ღონისძიება
2019 წლის 16 ივნისს, თბილისის სურბ გევორქ, სომხურ სამოციქულო ეკლესიაში, თემის წინამძღვრის ყოვლადუსამღვდელოეს ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის მონაწილეობით, მარნეულის რეგიონის კარმირ და ახქიორფი სოფლების სასულიერო მსახურმა არქიმანდრიტ ზავენ იაზიჩიანმა წმინდა ღვთისმსახურება აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ, მორწმუნეებმა თავი მოიყარეს ეკლესიის ეზოში, ვაზგენ ეპისკოპოსის მსახურობის დასასრულისადმი მიძღვნილი დამშვიდობების ღონისძიებაზე დასწრებისთვის.
ეკლესიის ეზო ხალხმრავალი იყო. ღონისძებას ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატები, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, საზოგადოებრივი სტრუქტურების და სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელები, თბილისის სომხური თემის წევრები.
თემის პრესისა და მედიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სუსანნა ხაჩატრიანმა თავის სიტყვაში თემის წინამძღვრის მოღვაწეობის წლებში განხორციელებული ერთგული საქმიანობა მიმოიხილა. საქართველოს სომხურ დასახლებებში 60 ეკლესია აღდგა, აქედან ორი თბილისში, დანგრეული და ჩამორთვეული ეკლესიების დაბრუნების კუთხით შეუჩერებელი ბრძოლა სასამართლომდეც კი მივიდა, მიმოიხილა ასევე სომხური კულტურისადმი მიმართული დაარსებული საგანმანათლებლო, კულტურული შემეცნებითი და ახალგაზრდული ცენტრების საქმიანობა, რომლის მიზანიც ტრადიციების, საეკლესიო რიტუალების და სასულიერო ღირებულებების შენარჩუნება, განვითარება და გავრცელებაა.
ვაზგენ ეპოსკოპოსის5 საქართველოს სომეხთა ეპარქიაში მსახურობის წლები და განხორციელებული საქმიანობა დააფასა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რუბენ სადოიანმა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ, ცნობილმა მხატვარმა, მერუჟან შაუმიანმა.
თავის გამოსამშვიდობებელ სიტყვაში, ვაზგენ ეპისკოპოსმა მიმოიხილა უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ ბ ყოვლად სომეხთა კათოლიკოსის ხელმძღვანელობით საქართველოს სომეხთა თემში მსახურობისკენ მოწოდება, რომელიც სასულიერო დასის, საერო განყოფილებების წარმომადგენლებთან ერთად და მორწმუნე ხალხის მხარდაჭერით, სირთულეებით და დიდი მონაპოვარით მიმდინარეობდა. ვაზგენ ეპისკოპოსმა თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა ის ფაქტს, რომ თემი დღეს მოქმედებს მდგრადი საქმიანობით, ეკლესიებით, სასულიერო მსახურებით, თემის სტრუქტურებით, მმართველობის ნათელი სისტემით.
მან საქართველოში, თავისი, როგორც წინამძღვრის პასუხისმგებლობები დასრულებულად მიიჩნია და ყოვლად სომეხთა კათოლიკოსის ხელმძღვანელობით ბრუნდება სურბ ეჯმიაწინში, თავისი სასულიერო მსახურობის გასაგრძელებლად.
თითოეულ დასაწყისს აქვს თავისი გონივრული დასასრული. ყოვლადუწმინდეს ვაზგენ ეპისკოპოს მირზახანიანის მსახურობა საქართველოს სომეხთა თემში იყო ნაყოფიერი, მან თავისი მტკიცე ადგილი მორწმუნე ხალხის სულში მოიპოვა.