შეხვედრა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალდანიშნული წინამძღვრის ნაცვალთან
2019 წლის 9 ივნისს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურულ-საგანმანათლებლო ახალგაზრდულ ცენტრში თემის სასულიერო დასის, პერსონალისა და ახალდანიშნული წინამძღვრის ნაცვალი არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, სამცხე-ჯავახეთის და წალკის საერთო ვიკარიატის ვიკარიუსი არქიმანდრიტი მაღაქია ამირიანი, მარნეულის რაიონის წითელი და აღქიორფი სოფლების სასულიერო მსახური არქიმანდრიტი ზავენ იაზიჩიანი და სხვები.
მამაო ჩვენოს შემდეგ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყოფილმა წინამძღვარმა, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა წინამძღვრის ნაცვალი წარადგინა, წარმატებები უსურვა მას და გააცნო თემის საქმიანობის სისტემა, ასევე სასულიერო დასის ადგილობრივი მსახურებით დაკომლექტების პერსპექტივა.
არქიმანდრიტ კირაკოსმა მადლობა გადაუხადა ყოფილ წინამძღვარს შემდგარი თემის გადმოცემისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ღმერთის კურთხევით, სასულიერო დასთან და პერსონალთან ერთად, ერთობლივად შეძლებენ მდიდარი ისტორიული წარსულის მქონე საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინსვლის უზრუნველყოფას.
შემდგომ, თემის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა წარადგინეს თავიანთი დეპარტამენტების მიზნები, საქმიანობა და თანამშრომლები.
ბოლოს, საინფორმაციო დეპარტამენტის დირექტორ სუსანა ხაჩატრიანმა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყოფილ წინამძღვარს, მისი მოღვაწეობის წლების განმავლობაში, თემის ცხოვრების ამსახველი ვიდეო რგოლი, „ჰოვანეს თუმანიანი - 150“ საიუბილეო მედალი და თემის მადლობის სიგელი გადასცა.
და ბოლოს, აღვნიშნოთ ისიც, რომ კვირას სურბ გევორქ სომხურ სამოციქული ეკლესიაში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალი არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანი პირველ ლიტურგიას აღავლენს.