Материалы

მიღება ეპარქიაში

2019 წლის 8 ივლისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სრულიად სომეხთა კათოლიკოს ვაზგენ პირველის“ დარბაზში, ვაზგენ ეპისკოპოს მირზახანიანის საპატივცემლოდ მიღება გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოში მოქმედი რელიგიური თემების ლიდერები, რელიგიის საკითხებში სახელმწიფო სააგენტოს ოფიციალური წარმომადგენლები და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მოღვაწეები.

მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ვაზგენ ეპისკოპოსმა დამსწრეებს მადლობა გადაუხადა 17 წლების მანძილზე ერთად მსახურობისთვის, ქრისტიანული და სახალხო საერთო ღირებულებებისადმი გამოვლენილი რწმენისთვის და თანამშრომლობისთვის. მან ქედი მოიხარა საქართველოს პატრიარქის, საქართველოს ხელისუფლების, რელიგიური თემების სასულიერო მსახურების და საზოგადო მოღვაწეების წინაშე, 17 განვლილი წლების მანძილზე საქართველოს სომეხთა ეპარქიის საქმიანობისადმი გამოჩენილი მხარდაჭერისთვის. დამსწრე სასულიერო წინამძღვრებმა და სახელმწიფო საზოგადო მოღვაწეებმა შეაფასეს ვაზგენ ეპისკოპოსის მიერ განხორციელებული საქმიანობა და იმედი გამოთქვეს, რომ გააგრძელებენ იმ მეგობრობას და თანამშრომლობას, რომელიც ჩამოყალიბდა განვილილი 17 წლების განმავლობაში.

მიღების დასრულებისას სურბ გევორქ სამოციქულო ეკლესიაში ეკუმენური და რელიგიათშორისი ლოცვა ჩატარდა.

2

სურბ გევორგ

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են