წმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში
2019 წლის 18 აგვისტოს, სომხურ მართლმადიდებელმა წმინდა ეკლესიამ დიდი ზეიმით, წმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული აღნიშნა. სომხური ეკლესიის ხუთი ძირითადი დღესასწაულებიდან მეოთხე და ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი უძველესი დღესასწაული, დიდი ზეიმით აღინიშნა ასევე საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში.
დილიდან თემის ეკლესიები ხალხმრავალი იყო. საკურთხეველი მორთული იყო დღის სიმბოლოს, ყურძნის სხვადასხვა სახეობით და ხილით. ხალხის ნაკადი ეკლესიისკენ, არ ჩერდებოდა, მოდიოდნენ ყურძნის და სხვადასხვა ხილის ლამაზი კალათებით, პოდნოსებით, წლის მოსავლის კურთხევის და ღმერთის სიტყვის მიღების მოლოდინით.
დილის ლიტურგიის შემდეგ ეკლესიებში ანდასტანის ცერემონია გაიმართა. აკურთხეს სამყაროს ოთხი კუთხე და ხალხი.
თბილისის წმინდა გევროგ სამოციქულო ეკლესიაში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალის, ღირსი მამა არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის საპატიო ხელმძღვანელობით წმინდა წირვა აღავლინდა. სადღესასწაულო წირვას უამრავი მორწმუნე და საზოგადოების წარმომადგენელი ესწრებოდა.
წმინდა წირვის პარალელურად, წმინდა მამამ იქადაგა დღის მნიშვნელობის შესახებ, აღნიშნა ღვთისმშობლის მიძინების მნიშვნელობა მორწმუნეების ცხოვრებაში, მოუწოდა მარიამ ღვთისმშობლის მაგალითით მიძინების სინათლით და წმინდა აღდგომის რწმენით ცხოვრება. არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანმა თავისი კურთხევა და კეთილი სურვილები გადასცა მორწმუნეებს და მიულოცა დღესასწაული.
წმინდა წირვის დასასრულს, ეკლესიის საკურთხეველში „ყურძნის კურთხევის“ ცერემონია შესრულდა, წაკითხულ იქნა დღის მნიშვნელობის შეჯამების სახარების ნაწილი, შემდგომ წმინდა ნერსეს შნორალის „ყურძნის კურთხევის“ ლოცვა ჩატარდა. წინამძღვრის ნაცვალის ხელმძღვანელობით და სასულიერო დასის მონაწილეობით ყურძნის და მთლიანი წლის მოსავლის კურთხევის ცერემონია გაიმართა. შემდგომ ეკლესიის ეზოში მოხდა ყურძნით და ხილით გამასპინძლება.
სადღესასწაულო წმინდა წირვები და ყურძნის კურთხევის ცერემონია ჩატარდა ასევე ახალციხის სურბ გრიგორ განმანათლებლის, ღულალისის წმინდა ღვთისმშობლის, ახალქალაქის სურბ ხაჩ, ნინოწმინდის სურბ სარგის, განძის სურბ კარაპეტ, ბათუმის სურბ ფრკიჩ, მარნეულის შაუმიანის წმინდა ღვთისმშობლის ეკლესიებში, წითელი სოფლის სრბოც ავეტარანჩაც სამლოცველოში, რუსთავის სურბ გრიგორ ნარეკაცი სასულიერო ცენტრში და სომხებით დასახლებული ტერიტორიების სხვა ეკლესიებში და სამლოცველოებში. ადგილებში ქველმოქმედებების მიერ ყურძნით და ხილით გამასპინძლება მოხდა.
ორშაბათს, 19 აგვისტოს, მიცვალებულთა ხსენების დღეა. საქართველოს სომეხთა თემის ეკლესიებში მიცვალებულების ხსენებისადმი მიძღვნილი წმინდა წირვა აღავლინდება. წმინდა წირვის დასრულების შემდეგ, პანაშვიდის ცერემონია შესრულდება მიცვალებულების სულის სიმშვიდისთვის.