Материалы

საქართველოში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

2019 წლის 16 სექტემბერს, საქართველოში ახალი 2019-2020 სასწავლო წელი დაიწყო. სწავლის დაწყების მანიშნებელი სასკოლო ზარი სადღესასწაულო გარემოში დაირეკა ასევე საქართველოს სომხურ სკოლებში. დედაქალაქ თბილისში სომხური სკოლების მოსწავლეებს კარი გაუღო 104-ე სკოლამ, N103 და N132 სკოლის სომხურ სექტორებმა.

20190916ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით N104 სკოლას ეწვიეს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები, სკოლის ყოფილი მასწავლბლები და კურსდამთავრებულები.

ცერემონიას ასევე ესწრებოდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალი, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანი.

საქართველოს და სომხეთის რესპუბლიკის ჰიმნების შესრულების შემდეგ, აღმართეს საქართველოს სახელმწიფო დროშა და გაისმა სკოლის ჰიმნი. სკოლის დირექოტირ ირინა ჟამკოჩიანმა ყველას მიულოცა ახალი სასწავლო წლის დადგომა და წარმატებები უსურვა.

20190916წინამძღვრის ნაცვალმა მამა კირაკოსმა დამსწრეებს მიულოცა და აღნიშნა, რომ 20 წლის წინ მან ეს სკოლა დაამთავრა და სიამაყით აღნიშნავს, რომ იყო 104-ე სკოლის მოსწავლე. არქიმანდრიტ კირაკოსმა მოსწავლეებს კარგად სწავლისკენ, სასწავლო გამოწვევების ენთუზიაზმით გადალახვისკენ მოუწოდა, რადგან მხოლოდ განათლებაა ყველაზე დიდი სიმდიდრე და კარგი მომავლის გარანტი.

სტუმრებმა მოსწავლეებს და მასწავლებებს მიულოცეს. პირველი ზარი წელს სიმბოლურად დაირეკა პირველკლასელებისთვის და მოსწავლეები თავიანთ კლასებში გადაინაცვლეს.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის დელეგაცია არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის ხელმძღვანელობით ეწვია ასევე N103 ქართულ-სომხურ სკოლას. წინამძღვრის ნაცვალი გაესაუბრა სკოლის დირექტორ არჩილ ჩხაიძეს. უკანასკნელმა აღნიშნა, რომ სკოლის სომხური სექტორის მოსაწავლეები განსაკუთრებულად გამოირჩევიან თავიანთი პროგრესით და აღნიშნა, რომ გასულ სასწავლო წელს, საუკეთესო მოსწავლედ დასახელებულ იქნა სომხური სექტორის 11-ე კლასის მოსწავლე ლიანნა ელიბეკიანი, ხოლო ქართული ენის ოლიმპიადის გამარჯვებულები გახდნენ იმავე კლასის მოსწავლეები ჟანეტა ბაღდასარიანი და არმინე აღეკიანი.

20190916წინამძღვრის ნაცვალმა სკოლის დირექტორის თანხლებით მიულოცა პირველ კლასელებს, დაათვალიერა სკოლაში მოქმედი ლიტერატურის კაბინეტი.

ახალ სასწავლო წელს მზად დახვდნენ სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის რეგიონების სომხური სკოლები.

20190916

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են