Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიაში თარჯიმანთა დღესასწაული აღინიშნა

სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის კალენდრით, 2019 წლის 12 ოქტომბერს წმინდა თარჯიმან არქიმანდრიტების, საჰაკ პართევის, მესროპ მაშტოცის და მათი მოსწავლეების დღესასწაული აღინიშნა. იგი სომეხი ხალხის სანუკვარი და საყვარელი ეროვნულ-საეკლესიო დღესასწაულებიდან ერთ-ერთია.

თარჯიმანთა დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში მოქმედ ეკლესიებში უწმინდესი წირვებით აღინიშნა.

73115997თბილისის ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში სადღესასწაული წმინდა და უკვდავი წირვა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის მიერ ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ იმ მორწმუნეების გარდა, რომლებიც შვილებთან ერთად იყვნენ მისული, წმინდა წირვას დაესწრნენ ასევე საკვირაო სკოლების მოსწავლეები და თბილისის სომხური სკოლების მოსწავლეები.

სადღესასწაულო ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე.

72101823წინამძღვრის ნაცვალმა იქადაგა დღის მნიშვნელობის შესახებ, ხაზი გაუსვა დედაენის, სკოლის და კულტურის აუცილებლობას ადამიანის, როგორც პიროვნების თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად, ბავშვებს მოუწოდა შეიყვარონ დედაენა, იყვნენ ეროვნების და სამშობლოსადმი ერთგულები, ასევე ქვეყნის სახელმწიფო ენის ცოდნით, ისტორიული და კულტურული ღირებულებების პატივისცემით და შენარჩუნებით, გახდნენ ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქეები.

შემდეგ არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის ხელმძღვანელობით და სასულიერო დასის მონაწილეობით შესრულდა ბავშვების კურთხევის ცერემონია. სადღესასწაულო დღესთან დაკავშირებით, ეკლესიის ეზოში მორწმუნეების მიერ ორგანიზებული „მატაღით“ გამასპინძლება მოხდა.

72319802

სურბ ეჯმიაწინ

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են