Материалы

თარჯიმანთა დღესასწაულისადმი მიძღვნილი თბილისელი სომეხი მოსწავლეების ლიტერატურულ-თეატრალური ღონისძიება

2019 წლის 12 ოქტომბერს, თარჯიმანთა დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მასპინძელი საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიან დარბაზი გახდა. დარბაზი ხალხმრავალი იყო. აქ იყვნენ თავმოყრილი თბილისის N104 საჯარო სკოლის (დირექტორი - ირინა ჟამკოჩიანი) მოსწავლეები, პედაგოგები, მშობლები, საქართველოს სომეხთა ეპარქიის სურბ გრიგორ ნარეკაცი საკვირაო სკოლის (პედაგოგი - თამარა გაბოიანი) და ეღია მარგარე საკვირაო სკოლის (პედაგოგი - როზა ზოჰრაბიანი) მოსწავლეები.

თავისი კურთხევა მოიტანა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალმა არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანმა, სასულიერო დასის თანხლებით.

„ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელ ევგენია მარკოსიანმა დამსწრეებს ეროვნულ-საეკლესიო დღესასწაული მიულოცა, მიმოიხილა სომეხი ხალხის და სომხური ეკლესიის ისტორიაში თარჯიმან არქიმანდრიტების საქამიანობა და ღონისძიება გახსნილად გამოაცხადა.

71931049კოორდინირებული იყო გამოსვლები, დედაენის სწავლების საკვირაო სკოლების მოსწავლეების ერთიანი ძალებით წარდგინდა დღესასწაულის დანიშნულება, მესროპ მაშტოცის და საჰაკ პართევისადმი მიძღვნილი ლექსები, როგორც თარგმნილი ნიმუში, ჰოვანეს თუმანიანის ლექსი „საქართველოს პოეტებს“ იოსებ გრიშაშვილის თარგმანით, ხოლო N104 სკოლის მე-6 კლასის (პედაგოგი გიულნარა არუთუნოვა) და მე-3 კლასის (სილვა კალოიან) მოსწავლეების ძალებით წარდგინდა სომხური ისტორიის იმ მონაკვეთების სცენაზე გამოტანა, რომელიც მიძღვნილი იყო ერის სახელოვანი მეფე ვრამშაპუჰის, კათოლიკოს საჰაკ პართევის, მესროპ მაშტოცის და მათი მოსწავალეებისადმი, სომხური დამწერლობის გამოგონების, სომხური მიწის სიძლიერისადმი, ფავსტოს ბიუზანდის ისტორიის მიხედვით.

დღესასწაულის დასასრულს, კურთხევის და შეფასების სიტყვით წინამძღვრის ნაცვალი გამოვიდა. წმინდა მამამ „თარჯიმანთა დღესასწაულის“ აუცილებლობა ბავშვების კურთხევის ცერემონიით აღნიშნა და ბავშვების ღონისძიებებით ტრადიციულად აღნიშნვა, რადგან ბავშვები თარჯიმანთა მხრიდან დამწერლობის გამოგონების, ბიბლიის შესანიშნავი თარგმანის და სამშობლოსადმი ერთგულების სულის გამზიარებლები ხდებიან. შეაფასა ორგანიზატორების მიერ გაწეული სამსახური და ბავშვების მონაწილეობა, არქიმანდრიტ კირაკოსმა ყველა ბავშვს ნაკურთხი ჯვარი აჩუქა.

ღონისძიება გამასპინძლებით დასრულდა.აქვე აღვნიშნოთ, რომ სომხეთის მწერალთა კავშირის ინიციატივით ამ დღესასწაულის გასასაერთაშორისოების ფუძე ჩაეყარა.

72186110

სურბ ეჯმიაწინ

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են