Материалы

“წინასწარმეტყველის გზავნილი“ წიგნის პრეზენტაცია „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრში

2019 წლის 19 ოქტომბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ კულტურულ-სამეცნიერო ცენტრში ჩატარდა მორიგი პრეზენტაცია, რომელიც ამჯერად გიუმრელ პოეტ, „შირაკ“ გაზეთის რედაქტორ სამველ მარგარიანის „წინასწარმეტყველის გზავნილი“ წიგნის ქართულ თარგმანს ეხებოდა.

პრეზენტაციას ესწრებოდა ავტორი, რომელმაც დიდ პატივად მიიჩნია აღნიშნული წიგნის მე-9 ენაზე თარგმნის პრეზენტაციის გამართვა ყოვლად სომეხთა მწერლის თბილისურ ისტორიულ სახლში.

„ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრის ხელმძღვანელ გისანე ჰოვსეფიანის და გოჰარ მაზმანიანის მისასალმებელი სიტყვას და „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრის შექმნის ისტორიის მოკლე მიმოიხილვას მოჰყა სამველ მარგარიანის გამოსვლა „წინასწარმეტყველის გზავნილი“ წიგნის შექმნის მნიშვნელობის შესახებ. ის, რომ 21-ე საუკუნის გამოწვევებმა უნდა გააერთიანოს და არა გაყოს კაცობრიობა, რომ წიგნი მოგვიწოდებს მშვიდობის, ხალხების მეგობრობის, ღმერთის მცნებების უნაკლოდ შესრულების, პლანეტა დედამიწის ხელოვნური და ბუნებრივი კატასტროფებიდან დაცვისკენ.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს მწერალთა კავშირის წევრები ბაღათერ არაბული და მანანა გორგიაშვილი, რომლებმაც აღნიშნეს წიგნის სხვადასხვა ენებზე გამოცემის აუცილებლობა, კაცობრიობისადმი მიმართული მშვიდობის და სიკეთის მცნება, რადგან სამყარო შეიქმნა ყოვლისშემძლე ღმერთის მიერ და მისი განადგურების, ნანგრევებად დაშლის უფლება არც ერთ ერს და არც ერთ ხალხს არ აქვს. ქართველმა კოლეგებმა თავიანთ გამოსვლაში მიმოიხილეს სომხეთის მწერალთა კავშირის მოწვევით საქართველოს მწერალთა კავშირის დელეგაციის სომხეთში ჩატარებული ვიზიტი, გრიგორ ნარეკაცის მედლის დამსახურება და სომხეთის მწერალთა კავშირის საპატიო წევრებად დასახელების ფაქტი. აღინიშნა ორი ქრისტიანი ხალხის მეგობრობის და სამეზობლო ურთიერთობების შემდგომი განვითარება და გაღმრმავება.

1სამველ მარგარიანის „წინასწარმეტყველის გზავნილი“ წიგნი შეაფასეს და საკუთარი ლექსები წაიკითხეს მწერალმა მარინა კირაკოსიან მოსესოვამ და ლუსინე ვანოიანმა.

ღონისძიება სომხურად, ქართულად და რუსულად სომხეთის და საქართველოს მშვიდობისადმი მიძღვნილი ლექსებით და საიათ-ნოვას შემოქმედების წარდგენით დაამშვენეს N104 სკოლის მოსწავლეებმა, გევორქ ფერიხანიანმა, ანი ისრაელიანმა, ევა გარგრციანმა, თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ არმენუჰი პოდოსიანმა და ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანგლისტიკის ფაკულტეტის სტუდენტ ელენე ყავლელიშვილმა.

ღონისძიება ქართულ-სომხური საუკუნოვანი მეგობრობის გამოხატვის ლამაზი მაგალითი გახდა.

თუმანიანის სახლი

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են