Материалы

სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრან ავინიანი საქართველოს სომხური თემის წარმომადგენლებს შეხვდა

2019 წლის 22 ოქტომბერს, სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერ ტიგრან ავინიანმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს დედაქალაქ თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზა“ კონფერენციაში. მიუხედავად კონფერენციის დატვირთული პროგრამისა, ვიცე-პრემიერმა მაინც მოახერხა ავლაბრის სურბ ეჯმიაწინის ეკლესიაში ვიზიტი, იგი შეხვდა თემის წინამძღვრის ნაცვალ არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანს და გაეცნო უძველესი ეკლესიის ისტორიას.

73318781შემდგომ, ვიცე-პრემიერ ავინიანმა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, რუბენ სადოიანის თანხლებით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში გადაინაცვლა, სადაც გაიმართა შეხვედრა სომხური თემის წარმომადგენლებთან.

ვიცე-პრემიერ ავინიანმა წარადგინა „აბრეშუმის გზა“ კონფერენციაში სომხეთის მონაწილეობის მიზანი და მოლოდინები, მიმოიხილა ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ სომხეთის ეკონომიკური განვითარების ხედვა, განხორციელებადი რეფორმები და ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატებები, ღირებულად მიიჩნია ქართულ-სომხური ურთიერთობების ამჟამინდელი ეტაპი, მიმოიხილა ორი ქვეყნების ეკონომიკურ-პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში მიმდინარე განვითარება.

20191022დამსწრეები, რომლებიც წარადგენდნენ საქართველოში სომხებით დასახლებულ სხვადასხვა რეგიონებს, კითხვა-პასუხის რეჟიმში სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს დაუსვეს მათთვის საინტერესო კითხვები, რომლებიც ეხებოდა განათლებას, სამართალს, სასამართლო სისტემას, განბაჟებაზე გადასახადებს და სხვა მსგავსი პრობლემებს.

შეხვედრა საქმიან გარემოში ვითარდებოდა.

20191022

ჰაიარტუნ, სურბ ეჯმიაწინ

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են