Материалы

წმინდა მოციქულებისა და ჩვენი პირველი განმანათლებლების - წმინდა თადეოზის და წმინდა ბართლომეს ხსენების დღე

2019 წლის 30 ნოემბერს სომხურ სამოციქულო წმინდა ეკლესიამ დიდი ზეიმით აღნიშნა სომეხი პირველი განმანათლებლების წმინდა - წმინდა თადეოზის და წმინდა ბართლომეს ხსენების დღე.

დღესასწაული აღინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიაშიც. თბილისის ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში, საღამოს ლიტურგიის დასრულების შემდეგ, ეკლესიის სიმღერის გუნდმა სომხეთში ქრისტიანობის გამამვრცელებელი მოციქულებისადმი მიძღვნილი სოლო კონცერტი გამართა.

ეკლესია ხალხმრავალი იყო. ესწრებოდა სასულიერო დასი და უამრავი მორწმუნე. ეკლესიის სასულიერო მსახურმა, მღვდელ სამველ თოროსიანმა დამსწრეებს შეახსენა წმინდა მოციქულთა დღესასწაულის მნიშვნელობა, აღნიშნა, რომ სომხურ ეკლესიას მადლიერების ნიშნად, ეწოდება სამოციქულო, სომხეთში ქრისტიანობის მქადაგებელი მოციქულების საპატივცემლოდ.

შემდგომ გუნდის ხელმძღვანელ ლუიზა ვარდანიანის ხელმძღვანელობით ეკლესიის თაღქვეშ სიმღერის გუნდის შესრულებით გაჟღერდა მამაო ჩვენოს მშვენიერი მრავალხმიანი შესრულება, რომელსაც მოჰყვა გალობა და ნიმუშები კომიტასის შემოქმედებიდან.

77221793ღონისძიება შეაჯამა მღვდელ სამველმა. უკანასკნელმა დამსწრეებს არქიმანდრიტ დავთიანის კურთხევა გადასცა და დღის ღონისძიებასთან დაკავშირებით თავის შეფასებით სიტყვაში გამოკვეთა სიმღერის გუნდის ლამაზი შესრულებები როგორც აღნიშნული სოლო კონცერტის დროს, ასევე სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში ლიტურგიების და სხვა რიტუალების დროს, ხაზი გაუსვა კომიტასის შემოქმედებების ამაღელვებელი სიმღერას და გააჟღერა სასულიერო დასის გადაწყვეტილება სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის სიმღერის გუნდის კომიტასის სახელით წოდების შესახებ. დამსწრეებმა გადაწყვეტილებას მიესალმეს და მადლობა გადაუხადეს სასულიერო სიმღერით ლამაზი კონცერტის გამართვისთვის.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2015 წელს ყოვლად სომეხთა პატრიარქ-კათოლიკოსის გარეგინ მეორეს კონდაკით წმინდა მოციქულებისა და ჩვენი პირველი განმანათლებლების - წმინდა თადეოზის და წმინდა ბართლომეს ხსენების დღე გამოცხადა ასტვაწამუხ სურბ გეღარდში მიმლოცველობის დღედ. ამ დღეს მორწმუნეთა კურთხევისთვის გამოაქვთ დედა ღვთისმშობლის წმინდა ეჯმიაწინში შენახული ქრისტიანული სიწმინდე.

სურბ ეჯმიაწინ

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են