შობისა და ნათლისღების ღამის წირვა საქართველოს სომხური ეპარქიის ეკლესიებში
2020 წლის 5 იანვრის საღამოს, წმინდა შობისა და ნათლისღების პირველ საუფლო დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს სომხური ეპარქიის ეკლესიებში წმინდა წირვა აღავლინეს. წმინდა შობის წინა დღეს ეკლესიებში საშობაო ღამის წირვა აღასრულეს.
ხალხმრავალი იყო თბილისის, ბათუმის, ჯავახეთის საწინამძღვროს, ქვემო ქართლის რეგიონის სომხური ეკლესიები, მორწმუნეები მოვიდნენ და გაიზიარეს შობის ხარების უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
წირვის დაწყებამდე ეკლესიებში საღამოს ჟამისწირვა აღასრულეს და წმინდა წერილიდან სხვადასხვა საკითხავები წაიკითხეს.
მორწმუნეებით იყო სავსე თბილისის წმინდა ეჩმიაძინის ეკლესია, სადაც წირვა აღასრულა საქართველოს სომხური ეპარქიის საწინამძღვროს ნაცვალმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა. ღამით წირვას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეები, სახალხო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, მრავალი მორწმუნე.
წირვის დროს მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ კირაკოს არქიმანდრიტმა თავის ქადაგებაში ისაუბრა უფლის შობის საიდუმლოზე – იესო ქრისტეს წმინდა შობა, როგორც ჯილდო კაცობრიობისა, რომელიც კაცობრიობას ცოდვებს მიუტევებს, ტკივილს განკურნავს, იმედს ჩაუნერგავს და ზეციური სასუფევლისაკენ გაუძღვება მას. წმინდა მამამ შეაგონა მორწუნეებს ღვთის თხოვნა, რომ უფლის შემეცნების სხივი წარმოიშვას მათ გონებაში, სულსა და ცხოვრებაში, რათა მათი გული გახდეს ისეთი სპეტაკი, სადაც შეიძლება წარმოიწმნას ნათელი, შეიძლება გაცხადდეს და იდიდოს უფალი ყველას ცხოვრებასა და რწმენაში.
წირვის დასასრულს ეპარქიის წინამძღოლმა აანთო მაცხოვნებელი სანთელი, სიმბოლო იესო ქრისტეს ღვთიური ნათლისა, სიმბოლო ბეთლემის ვარსკვლავის სინათლისა, რომელიც მიუძღოდა მოგვებს ყრმა იესოსკენ, მიუძღოდა მათ ჭეშმარიტი ნათლისაკენ, ღვთის ძისაკენ. სანთელი, რომელიც იესო ქრისტეს ნათლის სიმბოლოა, გაუნაწილეს იქ მყოფ მორწმუნეების. მათ ეკლესიაში ანთებული კანდელებით თან წაიღეს შობის ხარება და ღვთიური ნათელი.
წირვის დასრულების შემდეგ სასულირო პირთა მსვლელობა დაიძრა ეპარქიის წინამძღვრის „ჰაიარტუნის“ რეზიდენციაში, სადაც აღსრულდა კურთხევის წესი.
სომხური სამოციქულო ეკლესია ხუთი საუფლო დღესასწაულიდან ორის – შობისა და აღდგომის წინა დღეებს „ჭრაგალუიცს“ (წინასადღესასწაულოს) უწოდებს. ეს სახელი წარმოიშობა გამოთქმიდან „ლამპრის ანთება“, რომელიც კანდელის ანთებას, სანთლის ანთებას ნიშნავს. ამ დღეს ადამიანებს ეკლესიებში ანთებული კანდელები სახლში მიაქვთ.