Материалы

„ჰაიარტუნის“ კულტურულმა ცენტრმა ბერდავანში მონაწილეობა მიიღო სომხური არმიის დღესასწაულზე

2020 წლის 26 იანვარს, სომხეთის რესპუბლიკის ტავუშის მაზრის საზღვრისპირა სოფელ ბერდავანის კულტურის სასახლეში საზეიმოდ აღინიშნა სომხური არმიის 28-ე წლის იუბილე. დარბაზი მაყურებლებით იყო გადავსებული. კონცერტს ესწრებოდა ტავუშის ეპარქიის წინამძღვარი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი, ბაგრატ გალსტანიანი, ასევე ტავუშის მარზის უფროსი ჰაიკ ჩობანიანი. ღონისძიებას თავიანთი ყოფნით პატივი დასდეს მარზის ოფიციალურმა პირებმა, სამშობლოს საზღვრების დამცველმა მამაცმა ჯარისკაცებმა და სამხედროებმა. ღონისძიებაში თავისი სამხატვრო დასით მონაწილეობდა საქართველოს სომხური ეპარქიის „ჰაიარტუნის“ ცენტრი.

83977932 2741357829314345 8490900956915957760 O

სომხური არმიის დღესასწაულთან დაკავშირებით სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა საქართველოს სომხური ეპარქიის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილების დირექტორმა ღირსმა მამამ, ტათევ მარუქიანმა. სულიერმა მამამ სამშობლოს საზღვრების ფხიზლად დამცველ სომხურ არმიას საქართველოს სომხური ეპარქიის საწინამძღვროს ნაცვალის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა არქიმანდრიტის, კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევა და სამადლობელი სიტყვები გადასცა. ღირსი მამა ტათევი შეეხო საზღვრიდან 500 მეტრის დაშორებით მდებარე სოფელ ბერდავანს, მის გმირ მოსახლეობას, რომლებიც არა მხოლოდ მამაცურად იცავენ სამშობლოს საზღვრებს, არამედ აცოცხლებენ გმირულ ისტორიას, პატრიოტულ კულტურას, აღნიშნავენ სომხური არმიის დიად გამარჯვებებს.

ღირსმა მამა ტათევმა საზღვრის დამცველ ქვედანაყოფს სადღესასწაულო საჩუქრად წმინდა ხატი გადასცა, არმიის ყველა ჯარისკაცს სამხედრო მსახურება და ოჯახებში მშვიდობით დაბრუნება უსურვა.

ბერდავანისა და საქართველოს სომხური ეპარქიის „ჰაიარტუნის“ ცენტრის (ხელმძღვანელი - ევგენია მარკოსიან) ცეკვის ანსამბლ „ტარონის“ (კულტურის განყოფილების დირექტორი და ცეკვის მასწავლებელი სურენ აბრამიან), სოლო აიდა ბაზოანის, დუდუკისა და დოლის ანსამბლის აღსაზრდელებისა და მათი მასწავლებლების – ივანე მკრტჩიანისა და რობერტ კაშავანიძის შესრულებით კულტურის სახლის თაღების ქვეშ გაისმა მხიარული სიმღერა, ცეკვა, მხატვრული კითხვა – გარემო განმსჭვალული იყო პატრიოტიზმის, ეროვნულობის, სახელმწიფოებრიობისა და რწმენის სიმტკიცის დიადი გრძნობებით.

83022707 2741357835981011 5744327537866047488 Oღონისძიების დასასრულს ტავუშის ეპარქიის წინამძღოლმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა, ბაგრატ გალსტანიანმა დალოცვის სიტყვაში შეაფასა სომხური არმიის დღესასწაულისადმი მიძღვნილი შესანიშნავი ღონისძიება, ორგანიზატორები, მონაწილეები და სტუმრების გამოსვლები, სომხური არმიას 28-ე წლის იუბილესთან დაკავშირებით მადლობა გადაუხადა და ყველა ჯარისკაცს სამხედრო სამსახურის კეთილად შესრულება უსურვა.

ღონისძიება დასრულდა დავით ამარიანისა და არსენ გრიგორიანის (მრო) შესრულებითა და ფერხულის ცეკვით, რომელიც გახდა ხალხის ერთიანობის, ერთმანეთის ზურგის გამაგრებისა და სიმტკიცის შენარჩუნების გამოხატულება.

ჰაიარტუნ

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են