ვარდელის სახელობის სიმებიანი კვარტეტის წარმატება მალთაში
2020 წელი ვარდელის სახელობის სიმებიანი კვარტეტისთვის განსაკუთრებული წარმატებით დაიწყო. ახალგაზრდა მუსიკოსიები, რომლებიც სწავლობენ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სიმებიანი ინსტრუმენტების დამსახურებული მასწავლებლების, პროფესორ ერნესტ არაქელოვის და ნოდარ ჟვანიას კლასებში, 18-22 იანვრამდე მალთაში, ქალაქ ვალლეტაში გამართულ სიმებიანი კვარტეტების საერთაშორისო კონკურსში მიიღეს მონაწილეობა.
კვარტეტის წევრები, პირველი ვიოლონო კონსტანტინ ეროიანი, მეორე ვიოლინო დავით ჰაკობიანი, ჩელო გიორგი ნადარეიშვილი და ეკატერინა ღაზარიანი, მათ საერთაშორისო კონკურსში პირველად მიიღეს მოაწილეობა. სიმებიანი კვარტეტის მონაწილეები უნდა გამოსულიყვნენ ინსტრუმენტების ოსტატების მიერ დამზადებული საკრავებით, თავიანთ უნარებთან და ოსტატობასთან ერთად უნდა ეჩვენებინათ ახლადშექმნილი ინსტრუმენტის ჟღერადობა და ღირებულება.
სამეტაპიანი კონკურსი ოთხი დღე გაგრძელდა. თუ პირველ ეტაზე მონაწილეობას იღებდა რვა კვარტეტი სხვადასხვა ქვეყნიდან, მაშინ ფინალში მხოლოდ ორი კვარტეტი გადავიდა - ვარდელის კვარტეტი და ნიდერლანდების კვარტეტი. სიმებიანი კვარტეტის რეპერტუარს პირველ ეტაპზე ბეთჰოვენის მე-9 კვარტეტი წარმოადგენდა, მეორე ეტაპზე გრიგის პირველი კვარტეტი, ხოლო ფინალში დაუკრეს B.Field string quartet № 1 და აბელას „ფანტაზია“.
გამოსვლები შესანიშნავი იყო. კონკურსი დასრულდა ვარდელის სიმებიანი კვარტეტის დიდი წარმატებით. კონკურსის პირველი ჯილდო არც ერთს არ გადაეცა, მეორე ჯილდო ნიდერლანდების კვარტეტმა დაიმსახურა, ხოლო მესამე საქართველოს კვარტეტმა. სასიხარულოა, რომ იმ საკრავებზე, რომლებზეც უკრავდენ სიმებიანი კვარტეტის წევრები, მაღალი შეფასება დაიმსახურეს, ხოლო ოსტატი, რომელმაც დაამზადა ისინი, ოქროს მედლით დაჯილდოვდა.
მხოლოდ რამოდენიმე წლის ისტორიის მქონე კვარტეტს წარმოადგენენ სტუდენტები, კვარტეტი მუსიკოს კონსტანტინე ვარდელის სახელს ატარებს. კვარტეტი დღესადღეობით მოქმედებს კონსერვატორიის სიმებიანი ინსტრუმენტების კათედრის ხელმძღვნელის, პროფესორის, საქართველოს დამსახურებული მსახიობი, ერევნის კომიტასის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საპატიო პროფესორის, ერნსტ არაქელოვის ხელმძღვანელობით. კვარტეტს საქართველოში უამრავი გამოსვლები ჰქონდა, მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ღონისძიებაში თბილისში და მის ფარგლებს გარეთ.
კვარტეტი, რომელიც ემსახურება კამერული მუსიკის გავრცელებას, ბევრჯერ წარმატებით იღებდა მონაწილეობას საქართველოს სომეხთა ეპარქიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში. მათ შორის, სომეხთა გენოციდის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსენების საღამოზე, სასულიერო მუსიკის ეკუმენური ღონისძიებაზე, ასევე ჰოვანეს თუმანიანის და არქიმანდრიტი კომიტასის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებებზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში და კონსერვატორიის დიდ დარბაზში. იგი ყოველთვის მაღალ შეფასებას იღებდა მსმენელის მხრიდან.
ვარდელის სახელობის სიმებიანი კვარტეტს ვულოცავთ მიღწეულ წარმატებას, მათ ვუსურვებთ სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსში და ფესტივალზე მონაწილეობის მიღებას და ინდივიდიუალური შესრულებებით ახალთახალი მწვერვალების დაპყრობას.