მინისტრი სურენ პაპიკიანი სომხურ უწყებებს ესტუმრა
საქართველოში განხორციელებული ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის რეგიონალური მმართველობის და ინფრასტრუქტურის მინისტრი სურენ პაპიკიანი, მიუხედავად შეხვედრებით დატვირთული დღისა, 2020 წლის 12 თებერვალს თბილისის სურბ გევორგის საკათედრო ეკლესიას ესტუმრა. მინისტრი პაპიკიანი მღვდელ ჰუსიკ ჰარუთუნიანმა და დიაკვან გიორგი აბრამიანმა მიიღეს. მინისტრს ეკლესიის აშენების, განხორციელებული რესტავრაციების შესახებ მღვდელ ჰუსიკმა მოუყვა. სტუმრებმა სანთლები დაანთეს და ილოცეს სომხურ სამოციქულო ეკლესიაში, დაათვალიერეს ეკლესიის კედლებზე აღბეჭდილი ფრესკები.
სტუმრებმა ქედი მოიხარეს ეკლესიის ეზოში დაკრძალულ საიათ-ნოვას და სომეხი გენერალების საფლავთან.
შემდგომ, მინისტრი პაპიკიანი, თანმხლებ პირებთან ერთად „ჰოვანეს თმანიანის სახლი“ კულტურულ-სამეცნიერო ცენტრს ეწვია. სტუმრებმა მოინახულეს ისტორიული სახლი, მოუსმინეს ექსკურსიამძღოლ გოჰარ მაზმანიანს, რომლის შემდეგაც მინისტრმა ჰოვანეს თუმანიანის სახლის სამახსოვრო ჟურნალში წარწერა დატოვა.
რეგიონალური მმართველობის და ინფრასტრუქტურის მინისტრი სურენ პაპიკიანმა საქართველოში შესრულებული ვიზიტის ფარგლებში სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა „ხოჯივანქის“ პანთეონს და „გარი დავთიან“ კულტურის სახლს ეწვია. სომხეთის რესპუბლიკის რეგიონალური მმართველობის და ინფრასტრუქტურის მინისტრი თბილისის სომხური თემის და ზემოთ აღნიშნული უწყებების საქმიანობას გაეცნო.