Материалы

ძირითადი ბარეკენდანი(ყველიერი) თბილისში ჰარისას ფესტივალით აღინიშნა

2020 წლის 23 თებერვალს, ძირითადი ბარეკენდანის (ველიერის)დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში მღვდელ ტათევ მარუქიანის აღავლენილი წმინდა წირვით აღინიშნა. ასევე, სადღესასწაულო დღისადმი მიძღვნილი იყო „ჰარისა-2020“ ფესტივალი, რომელიც საქართველოს სომეხ ქალთა კავშირ „შუშანიკის“ , სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის სასულიერო დასის და „ჰაიარტუნ“ ცენტრის მიერ იყო დაგეგმილი.

თბილისის სომხურ თემში ტრადიციად დამკვიდრებული ეს ფესტივალი, ყოველ წელს ფართოვდება და ხალხურ ზეიმად იქცევა, რომელშიც სომეხი ქალი წარსდგება დიასახლისის თავისი განსაკუთრებული უნარებით და თბილი განწყობით მომზადებული ეროვნული კერძით. ღონისძიებას ესწრებოდნენ სასულიერო პირები, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატი არტაკ გრაბსკი, ქალაქის საკრებულოს ეროვნული უმცირესობების განყოფილების ხელმძღვანელი რიტა ხიდირბეგაშვილი, თემის წარმომადგენლები და საქართველოს სომეხთა თემის წევრები.

87270602„ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში მაგიდებზე დაწყობილიყო „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის, ერთდღიანი სკოლების მოსწავლეების, „სურბ ნერსეს შნორჰალი“ სიმღერის გუნდის, „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრის, თემის ახალგაზრდული განყოფილების, „შუშანიკ“ კავშირის უამრავი წევრის, მოხალისეების მიერ მოტანილი ჰარისას ქვაბები.

ღონისძიება საქართველოს სომეხთა ეპარქიის „შუშანიკ“ კავშირის ხელმძღვანელ სუსანა ხაჩატრიანმა გახსნა. მან აღნიშნა ტრადიციული ღონისძების მიზანი, დიდ მარხვამდე აღნიშვნადი ძირითადი ბარეკენდანის დღესასწაულთან ერთად ამ ეროვნული კერძის, ხალხური ტრადიციების და წეს-ჩვეულებების შენარჩუნება და მომავალი თაოებებისთვის გადაცემა. მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის სასულიერო დასს, მღვდელ ვირაპ ღაზარიანს და მის მეგობრებს, ვისი მხარდაჭერითაც ჰარისას ფესტივალი განხორციელდა.

მღვდელ ვირაპ ღაზარიანმა, დამსწრეებს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალის არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანის კურთხევა და კეთილი სურვილები გადასცა, მიულოცა მათ ძირითადი ბარეკენდანის დღესასწაული და უსურვა ძლიერი ნებით და მყარი რწმენით დიდი მარხვის პერიოდის გავლა და უფალი იესო ქრისტეს აღდგომის დახვედრა.

87318644შემდგომ, სასულიერო მამებმა აკურთხეს მაგიდები და დაიწყო ჰარისას დაგემოვნება და განასპინძლება, მხიარული სიმღერის და მუსიკის ფონზე. გარშემო ძირითად ბარეკენდანის და არომატული ჰარისას გადმოცემული მხიარული განწყობა სუფევდა.

თბილისის სომხურ თემში ეს ტრადიცია 2012 წლიდან რეგულარულად აღინიშნება, ყოველ წელს ფართოვდება და ხალხურ ზეიმად იქცევა. ჰარისა სომხური ეროვნული კერძია, რომლის მომზადება ხანგრძლივი, თუმცა საინტერესო პროცესია. ტრადიციის მიხედვით, ჰარისას მომზადების წეს-ჩვეულება დაკავშირებულია გრიგორ განმანათლების სახელთან. ღარიბების დასაპურებლად იგი სოფლის ხალხისგან დიდი რაოდენობით ხორცს და მარცვლეულს ითხოვდა, ხოლო მოსწავლეებს უბრძანებდა ქვაბში მოთავსებული ხორცის მორევა და ამბობდა „ჰარექ სა“ (მოურით), სწორედ აქედან მოდის კერძის სახელწოდება - ჰარისა.

87390821

ჰაიარტუნ

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են