ხსოვნის წესი საქართველოს სომეხთა ეპარქიაში
მთელ მსოფლიოში გავრცელებულ პანდემიას არ შეეძლო ხელი შეეშალა სომეხთა გენოციდის წმინდანად შერაცხულ მსხვერპლთა ხსენებისათვის და დანაშაულის განკიცხვის ღონისძიებებისთვის.
2020 წლის 23 აპრილს, 21:00 საათზე, საქართველოში მცხოვრები სომხებმა თავიანთ სახლებში სანთელი აანთეს და ილოცეს უდანაშაულო მსხვერპლთა სულის სიმშვიდისთვის. საქართველოს სხვადსხვა რეგიონების და დედაქალაქ თბილისის სომეხი მოსახლეობა შეუერთდა მთელ მსოფლიოში მიმდინარე ონლაინ მსვლელობას.
24 აპრილს, 12 საათზე საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ეკლესიებში 24 ჯერ დაირეკა ზარები, როგორც დანაშაულის ზარი, უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად.
თბილისის ავლაბრის სურბ ეჯმიაწინის ეკლესიაში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალ არქიმადრიტ კირაკოს დავთიანის ხელმძღვანელობით, სომეხთა გენოციდის წმინდა მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი კარდახურული შუამავლური წესი შესრულდა. წესს ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის რეპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუბენ სადოიანი, საელჩოს დიპლომატები, „ვრასტან“ გაზეთის რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, თბილისის სომეხი საზოგადოების წარმომადგენლები.
ღონისძიების დასასრულს არქიმანდრიტ კირაკოსმა ისაუბრა დღის მნიშვნელობის შესახებ და მიმოიხილა გენოციდის უდანაშაულო მსხვერპლთა წმინდანად შერაცხვა და აღნიშნა, რომ ხსოვნით კი არ უნდა მოვიხსენიოთ, არამედ წმინდა მსხვერპლთა ხსოვნით მოვითხოვოთ გენოციდის დაგმობა და მოვუწოდოთ ადამიანებს, რომ მსგავსი დანაშაულებისაგან თავი შეიკავონ, მსოფლიოში მშვიდობა შეინარჩუნონ და ქვეყნების განვითარება და წინსვლა მოუტანონ.
დამსწრეებმა ყვავილებით შეამკენ ეკლესიის ეზოში აღმართული სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის ხაჩქარი.
საქართველოში მცხოვრები სომხები ღონისძიებას ესწრებოდნენ ონლაინ ტრანსლაციის საშუალებით.