თბილისში ამაღლების დღესასწაული აღინიშნა
2020 წლის 21 მაისს, სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიამ იესო ქრისტეს ამაღლების დღესასწაული აღნიშნა. აღდგომის შემდეგ ქრისტე 40 დღის განმავლობაში დარჩა სამყაროში და ევლინებოდა მის მოწაფეებს, რის შემდეგაც ზეცად ამაღლდა. სომეხთა ეკლესიისთვის დღესასწაული ორმაგი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ამაღლების დღესასწაულთან ერთად სომეხთა ეკლესია 1441 წელს სომეხთა საპატრიარქო სის ქალაქიდან ვაღარშაპატში გადავიდა.
დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში და სომხურენოვან დასახლებებში წირვა ლოცვით აღავლინდა. თბილისის ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში, თემის წინამძღვრის ნაცვალის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის ხელმძღვანელობით, წირვა-ლოცვა აღავლინდა. მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული შეზღუდვებისა, სომხურ ეკლესიაში ხალხმრავლობა იყო.
წირვა ლოცვის პარალელურად, მღვდელ კირაკოს სიმონიანმა იქადაგა ამაღლების დღესასწაულის შესახებ, 40 დღის განმავლობაში იესო ესაუბრებოდა მოწაფეებს ღვთის სასუფეველზე, ხოლო ბოლო შეხვედრის დროს აკურთხა მოციქულები, რის შემდეგაც ამაღლდა ზეცად.
წირვის შემსრულებელმა მამამ ისაუბრა დღის მეორე მნიშვნელობის შესახებ, რომელიც ყოვლად სომეხთა საპატრიარქოს სის ქალაქიდან სურბ ეჯმიაწინში გადასვლის ისტორიულ ხსენებას ეხებოდა.
ქადაგების შემდეგ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ღირსი მამის ხელმძღვანელობით და სასულიერო დასის მონაწილეობით ლოცვა აღავლინდა ღვთისმშობლის წმინდა ეჯმიაწინის სიძლიერის და მარადისობისთვის, ასევე ყოვლად სომეხთა კათოლიკოს პატრიარქის დღეგრძელობისთვის.