მხარდაჭერის ლოცვა
2020 წლის 11 ოქტომბერს, თბილისის „სურბ გევორგ“ მთავარ საკათედრო ტაძარში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით, საკვირაო წირვა-ლოცვა აღავლინა დეკანოზმა ეღიშე ჰარუთუნიანმა.
წირვა-ლოცვის დასასრულს, წმინდა მამის წინამძღოლობით, მხარდაჭერის ლოცვა აღესრულა არცახისათვის: წაიკითხა სომხეთსა და ჩვენს სამშობლოში, არცახში მშვიდობიანობის და სამშობლოს დამცველთა მხარდაჭერის- მშვიდობის ლოცვა.
არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა დამსწრეებს მიმართა და ყველას მოუწოდა ჩვენი ლოცვით მხარი დავუჭიროთ დედა სამშობლოსა და არცახის თავდაცვით პოზიციებზე მდგარ ჩვენს თანამემამულეებს, ყველამ აქტიურად მიიღოს მონაწილეობა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში ორგანიზებულ შემოწიეულობაში, რესტორნებსა და სხვა გასართობ ადგილებში დროსტარების მაგივრად საკუთარი წვლილი შეიტანოს არცახის მხარდაჭერის საქმეში, რადგან აღნიშნული მხარდაჭერა დიდად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამშობლოს დასაცავად, არამედ მზაკვრული მტრის სისასტიკით არაადამიანურად განადგურებული და დაზარალებული სამშობლოს აღსადგენად.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყველა ეკლესიაში აქტიურად მიმდინარეობს არცახის მხარდასაჭერად შემოწირულობების შეგროვება.