Материалы

მხარდაჭერის ლოცვა

2020 წლის 11 ოქტომბერს, თბილისის „სურბ გევორგ“ მთავარ საკათედრო ტაძარში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით, საკვირაო წირვა-ლოცვა აღავლინა დეკანოზმა ეღიშე ჰარუთუნიანმა.

წირვა-ლოცვის დასასრულს, წმინდა მამის წინამძღოლობით, მხარდაჭერის ლოცვა აღესრულა არცახისათვის: წაიკითხა სომხეთსა და ჩვენს სამშობლოში, არცახში მშვიდობიანობის და სამშობლოს დამცველთა მხარდაჭერის- მშვიდობის ლოცვა.

121239270არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა დამსწრეებს მიმართა და ყველას მოუწოდა ჩვენი ლოცვით მხარი დავუჭიროთ დედა სამშობლოსა და არცახის თავდაცვით პოზიციებზე მდგარ ჩვენს თანამემამულეებს, ყველამ აქტიურად მიიღოს მონაწილეობა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში ორგანიზებულ შემოწიეულობაში, რესტორნებსა და სხვა გასართობ ადგილებში დროსტარების მაგივრად საკუთარი წვლილი შეიტანოს არცახის მხარდაჭერის საქმეში, რადგან აღნიშნული მხარდაჭერა დიდად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამშობლოს დასაცავად, არამედ მზაკვრული მტრის სისასტიკით არაადამიანურად განადგურებული და დაზარალებული სამშობლოს აღსადგენად.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყველა ეკლესიაში აქტიურად მიმდინარეობს არცახის მხარდასაჭერად შემოწირულობების შეგროვება.

121232389

სურბ გევორგ, სურბ ეჯმიაწინ

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են