Материалы

ჭრაგალუიცის საღმრთო ლიტურგია საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში

2021 წლის 5 იანვრის საღამოს, შობისა და ნათლისღების პირველ საუფლო დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში საღმრთო ლიტურგია აღევლინა. შობის წინა დღეს ეკლესიებში, ჭრაგალუიცის საღმრთო ლიტურგია- საშობაო ღამის წირვა-ლოცვა აღესრულა.

პანდემიის გამო ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების მიუხედავად, მაინც ხალხმრავლობა იყო თბილისის, ბათუმისა და ჯავახეთის სომხურ ეკლესიებში. რიტუალური ტრადიციის თანახმად, მრევლი ეკლესიაში შეიკრიბა რათა პირველებს შეეტყოთ ხორციელად შობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. საღმრთო ლიტურგიის დაწყებამდე, ეკლესიებში ჩატარდა საღამოს ღვთისმსახურება.

მრევლით იყო სავსე თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესია, სადაც საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვლის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით, საღმრთო ლიტურგია აღავლინა ღირსმა მღვდელმა ტათევ მარუქიანმა. ჭრაგალუიცის საღმრთო ლიტურგიას ოჯახთან ერთად ესწრებოდა სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, რუბენ სადოიანი. ლიტურგიას ასევე ესწრებოდნენ დიპლომატები, სახელმწიფო მოხელეები, საზოგადო მოღვაწეები, ეპარქიის წარმომადგენლები და მორწმუნეები.

არქიმანდრიტმა კირაკოსმა ქადაგებაში გასული წლის მეტად მძიმე ისტორიულ მოვლენებზე, არცახის ომის უბედურებასა და ომის შედეგად ათასობით დაღუპულ მსხვერპლზე ისაუბრა. არქიმანდრიტმა ხაზი გაუსვა იესო ქრისტეს შობას- როგორც საჩუქარს, კაცობრიობის ცოდვების მისატევებლად, ტკივილების სანუგეშოდ, იმედს გასაჩენად, როგორც კაცობრიობის ცათა სასუფევლისაკენ მიმავალ ღვთიურ გზას.

ლიტურგიის დასასრულს ეპარქიის წინამძღოლმა აანთო მაცხოვნებელი სანთელი, რომელიც არის სიმბოლო ასევე ბეთლემის ვარსკვლავის სინათლისა, რომელიც მიუძღოდა მოგვებს ყრმა იესოსკენ. იესოსკენ, ვინც იყო ძე ღვთისა და ვინც გაუძღვა ადამიანებს ჭეშმარიტი ნათელისკენ. ღვთიური ცეცხლი, რომელიც იესო ქრისტეს ნათელის სიმბოლოა, გაუნაწილდა იქ მყოფ მორწმუნეებს. მათ ეკლესიაში ანთებული კანდელებით ოჯახებში თან წაიღეს შობის სიხარული და ღვთიური სინათლე.

საღმრთო ლიტურგიის შემდეგ სამღვდელოება ეპარქიის წინამძღვრის „ჰაიარტუნ“ რეზიდენციისკენ დაიძრა, სადაც სახლის კურთხევის წესი შესრულდა.

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის ხუთი ძირითადი საუფლო დღესასწაულიდან ორის- შობისა და აღდგომის წინა დღეებს „ჭრაგალუიც“ ეწოდება. „ჭრაგალუიც“ სახელწოდება უკავშირდება გამოთქმას- „ლამპრის ანთება“, რაც კანდელის ანთებას, სანთლის ანთებას გულისხმობს. ამ დღეს საღამოს ადამიანები ეკლესიებში ანთებულ კანდელებს სახლში მიაბრძანებენ. სომხური ეკლესიის თანახმად სრულდება შობის წინა ერთკვირიანი მარხვის პერიოდი. ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული იწყება 5 იანვრის საღამოს და გრძელდება შუაღამის შემდეგ.

136707126

სურბ ეჯმიაწინ

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են