Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიაში მორწმუნეებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ

2021 წლის 2 აპრილს, უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა, იესო ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე  დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში მორწმუნეებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ.

საქველმოქმედო აქცია მოეწყო „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის სასულიერო დასის და საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის მიერ.

ნობათის გადაცემამდე სულიერმა მოძღვრებმა დამსწრეებს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის კურთხევა და სააღდგომო მილოცვა გადასცეს.

 „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის ერთგული მორწმუნეების, ინდივიდუალური ქველმოქმედების რობერტ თუმასიანის და აშოტ ოგანეზოვის შემოწირულობით სომხური ეკლესიის მრევლიდან დაახლ. სამმა ათეულმა გაჭირვებულმა, მარტოხელა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ხანდაზმულმა და მრავალწევრიანმა ოჯახმა მიიღო ტრადიციული სააღდგომო ნობათი.

ეკლესიაში შეკრებილმა მორწმუნეებმა და საქველმოქმედო აქციის მონაწილეებმა სასულიერო დასთან ერთად სომხური ეკლესიისა და ყოვლისშემძლე უფლის სადიდებელი ლოცვა აღავლინეს.

1

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են