Материалы

იესო ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში

2021 წლის 4 აპრილს, ჩვენი იესო ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში მრავალრიცხოვანი მრევლის მონაწილეობით, სომხური ეკლესიის წესისა და რიტუალების თანახმად აღინიშნა. როგორც ჭრაგალუიცის საღამოს, ასევე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეს თბილისში, ბათუმში, სამცხე-ჯავახეთში, მარნეულში, წალკისა და თეთრიწყაროს რეგიონებში წმინდა ცერემონიები მრავალრიცხოვანი მრევლის მონაწილეობით ჩატარდა.

1მრევლით იყო სავსე თბილისის „სურბ გევორგ“ მთავარი საკათედრო ტაძრისა და ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის ეზოები და მიმდებარე ტერიტორია. ეკლესიებში ღვთისმსახურება აღევლინა, შესრულდა „ანდასტანის“ ცერემონია, ამის შემდეგ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით, იესო ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ქვემო ქართლის დ. შაუმიანისა და სოფ. წითელსოფლის სულიერი მოძღვრის, არქიმანდრიტ ზავენ იაზიჩიანის მიერ საღმრთო ლიტურგია აღევლინა.

3სომხურ ეკლესიაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის სიხარულის გასაზიარებლად იყვნენ მოსულები საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, კერძოდ ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელი სოზარ სუბარი, საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს კოორდინატორი კობა ჩოფლიანი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი იზაბელა ოსიპოვა, ყოფილი პარლამენტარი დავით ჭიჭინაძე, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატები, სათემო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, განათლებისა და კულტურის მოხელეები, უამრავი სომეხი მამულიშვილი და მრავალრიცხოვანი მრევლი.

საღმრთო ლიტურგიის მიმდინარეობისას, სულიერმა მოძღვარმა სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესის და უნეტარესის გარეგინ II-ის სააღდგომო ეპისტოლე წაიკითხა.

საღმრთო ლიტურგიის დასასრულს, ეპარქიის წინამძღვარმა მორწმუნეებს აღდგომა მიულოცა, როგორც კეთილის ბოროტზე და სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღესასწაული.

ამის შემდეგ ეპარქიის წინამძღვარმა სტუმრები მიიღო. ხოლო ორივე ტაძრის ეზოში ეკლესიების ჯვრის ნათლიების მიერ სადღესასწაულო გამასპინძლება გაიმართა.

ორშაბათს, საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, მიცვალებულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდის წესი შესრულდება.

4

5

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են