Материалы

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი თბილისის „სურბ გევორგ“ ეკლესიას ეწვია

2021 წლის 16 აპრილს, თბილისში გამართული ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი მეუღლესთან- ნუნე სარქისიანთან ერთად საქართველოს სომეხთა ეპარქიის მთავარ საკათედრო ტაძარს ეწვია. უძველეს ისტორიულ ტაძარში მაღალი რანგის სტუმრებს და მათ თანმხლებ პირებს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა კირაკოს დავთაინმა ეკლესიის სასულიერო დასთან ერთად უმასპინძლა.

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა პირველ ლედისთან ერთად ყვავილებით შეამკო სომეხი პოეტის, სომხური აშუღური ხელოვნების ფუძემდებლისა და გამოჩენილი წარმომადგენლის საიათნოვას საფლავი. მათ ასევე ყვავილებით შეამკეს ეკლესიის ეზოში დაკრძალული სომეხი გენერლების და სხვა გამოჩენილი სომეხი მამულიშვილების საფლავები. ამის შემდეგ პრეზიდენტმა და მასთან ერთად მყოფმა სტუმრებმა „სურბ გევორგ“ ეკლესიაში სანთლები დაანთეს და ლოცვა აღავლინეს.

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ეკლესიაში მყოფი ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა, რომელიც ძირითადად არცახის 44 დღიან ომს, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის სტატუსს, სომხეთში არსებულ მდგომარეობას, ქვეყნის განვითარების ხედვას და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკას შეეხებოდა. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მოწვევით თბილისში გამართულ ოფიციალურ ვიზიტზე საუბრისას პრეზიდენტმა სარქისიანმა ყურადღება გაამახვილა ასევე საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელებსა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან გამართულ შეხვედრებზეც. პრეზიდენტი სარქისიანი შეეხო ასევე საქართველოსთან სახმელეთო საზღვრის გახსნის, ჯავახეთში დაგეგმილი საკუთარი ვიზიტის, სომხურ-ქართული ბიზნეს თანამშრომლობისა და ზოგადად მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებს.

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და პირველი ლედის საპატივცემულოდ საქართველოს სომეხთა ეპარქიაში გამასპინძლება გაიმართა.

20210416 123953 005 Saved

20210416

20210416

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են