„სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა გამოსაშვები ზეიმი
2021 წლის 30 ივნისს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა სურბ მოვსეს ხორენაცის სახელობის საბავშვო ბაღის უფროსი ჯგუფის აღსაზრდელთა გამოსაშვები ზეიმი. „ჰაიარტუნ“ ცენტრის მოახლოებულ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით დარბაზი ტრადიციულ ფერებში მოირთო.
ზეიმს თავისი კურთხეული დასწრებით პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა არქიმნდრიტ ნშან ჰმაიაკიანთან ერთად. დარბაზში ადგილები დაეკავებინათ სულიერ მსახურებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სტუმრებს.
ტრადიციის თანახმად, ზეიმი უმცროსი ჯგუფის აღსაზრდელთა მიერ წარმოთქმული „საღმრთო ლოცვით“ და ეპარქიის წინამძღვრის ლოცვა-კურთხევით გაიხსნა. საქართველოს სომეხთა ეპარქიის განათლების განყოფილების დირექტორის ევგენია მარკოსიანის მისასალმებელი სიტყვის შემდეგ დარბაზში შემოვიდა ის 13 გოგო-ბიჭი, რომელმაც ორ თვეში სიამაყით უნდა ატაროს სკოლის მოსწავლის სახელი.
საბავშვო ბაღის გამოსაშვები ჯგუფის აღსაზრდელებმა თავიანთი სასიამოვნო გამოსვლებით, ცეკვა-სიმღერით წარმოაჩინეს, რომ თამაშებსა და ცელქობასთან ერთად მათ საბავშვო ბაღში კიდევ ბევრი რამ ისწავლეს. აღნიშნული კი დაადასტურა დადგმამ, სახელწოდებით- „რას წავიღებ სკოლაში?“, სადაც პატარებმა წარმოაჩინეს, რომ ცოდნით და ფანტაზიით, ცნობისმოყვარეობის, მეგობრობისა და პასუხისმგებლობის უნარებით აღჭურვილნი გადადიან ცხოვრების ახალ ეტაპზე- შედიან სკოლაში.
მხიარულმა ზეიმმა სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყო საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს: პატარებმა ჯერ კიდევ თებერვლის თვეში მონაწილეობა მიიღეს ერევნის ჰოვანეს თუმანიანის სახლ-მუზეუმის ონლაინ კონკურსში, სახელწოდებით- „თუმანიან, გილოცავთ დაბადების დღეს!“. კონკურსის ათ გამარჯვებულს შორის ოთხი „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის აღსაზრდელია, რომლებსაც არქიმანდრიტ კირაკოსის და არქიმანდრიტ ნშანის მიერ სერტიფიკატები, საჩუქრები და საბავშვო ბაღის გამოსაშვები მოწმობები გადაეცათ.
ბავშვებში სკოლაში კარგად სწავლის, ნამდვილ სომხებად გაზრდის მყარი საფუძვლის და შესაძლებლობის შექმნისათვის ეპარქიის განათლების განყოფილების პასუხისმგებელს და საბავშვო ბაღის აღმზრდელებს მადლობა გადაუხადეს მშობლებმა ნუნე პარადიანმა და ანი ღაზარიანმა.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა საკუთარ სიტყვაში დიდად დააფასა ევგენია მარკოსიანი ხელმძღვანელობაში არსებული საბავშვო ბაღის საქმიანობა, ხაზი გაუსვა მაღალი დონის, დიდებული ზეიმების ჩატარებას, რომელიც ადასტურებს საბავშვო ბაღის აღმზრდელთა საქმისადმი ღრმა ერთგულებას და პირდაპირ მიუთითებს სომხური სულითა და კულტურის სულისკვეთებით ახალი თაობის აღზრდასადმი გაწეულ შრომაზე. არქიმანდრიტმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღში ნამდვილად იზრდებიან სომეხი ეროვნების წარმომადგენელი პატარები, რომლებშიც ჩანერგილა მამულიშვილობის, პატრიოტიზმის, სომხური კულტურის მიმართ სიყვარულის და პატივისცემის მარცვლები. მიუხედავად იმისა, რომ სომხურ სკოლებში გადასულ მოსწავლეთა რაოდენობა ამჯერად მცირეა, მაგრამ ეპარქიის წინამძღვარმა მშობლები დაარწმუნა, რომ მხოლოდ მშობლიურ ენაზე მიღებული განათლება და მშობლიურ ენაზე აზროვნება აძლევს სომეხ კაცს იმას, რაც მის სულთან ძალზედ ახლო და ძვირფასია.
ზეიმი ეკლესიის ეზოში ფერადი ბუშტების გაშვებით და ტორტით გამასპინძლებით დასრულდა.