Материалы

იესო ქრისტეს ფერისცვალების დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში

2021 წლის 11 ივლისს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელმა წმიდა ეკლესიამ 5 ძირითად დღესასწაულთაგან ერთ-ერთი - ჩვენი უფალი იესო ქრისტეს ფერისცვალების (ვარდავარი) დღესასწაული აღნიშნა. საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღევლინა.

216794973დილიდანვე სადღესასწაულო სამზადისი იყო ეკლესიებში.

თბილისსა და საქართველოს სომხებით დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები მორწმუნე ხალხი დიდი ენთუზიაზმით მოდიოდა ეკლესიაში  ქრისტეს ფერისცვალების ან, როგორც ხალხი ამბობს- ვარდავარის დღესასწაულში მონაწილეობის მისაღებად.

თბილისის „სურბ გევორგ“ მთავარ საკათედრო ტაძარში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით, სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღავლინა ეპარქიაში ახლად დანიშნულმა წინამძღვრის თანაშემწემ - არქიმანდრიტმა ნშან ჰმაიაკიანმა, ვისთვისაც დღესასწაულს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რადგან მღვდლად ხელდასხმის შემდეგ მან თავისი პირველი წირვა ვარდავარის დღესასწაულზე აღავლინა და მთელი ცხოვრების მანძილზე იესო ქრისტეს ფერისცვალების დღესასწაულის საღმრთო ლიტურგიით აღნიშვნის პირობა დადო.

მწირველმა მამა ნშანმა სათანადოდ იქადაგა დღის ღვთიურ მნიშვნელობაზე, ისაუბრა გარდასახულ იესოსთან ერთად ახალი ცხოვრების დაწყებაზე, რომელიც კაცობრიობას სიკეთეს, სიყვარულს, მშვიდობას და სულიერ გაბრწყინებას მოუტანს. წმინდა მამამ მორწმუნეებს ცხოვრების სულიერი ფასეულობებით გამდიდრების, სიკეთის ქმნის, მოწყალებისა და მიმტევებლობისკენ მოუწოდა.

საღმრთო ლიტურგიის დასასრულს დამსწრეებს დღესასწაული მიულოცა და დალოცა ეპარქიის წინამძღვარმა. ამის შემდეგ მან დამსწრეებს ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის უმაღლესი განკარგულებით საქართველოს სომეხთ ეპარქიაში სულიერ მსახურებაში გამწესებული არქიმანდრიტი ნშან ჰმაიაკიანი წარუდგინა.

წარმართული დროიდან შემორჩენილი და ქრისტიანული ელემენტების მატარებელი წუწაობის ჩვევა, ან ვარდავარი- დღესაც გაცოცხლდა.

არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის წინამძღოლობითა და სასულიერო დასის მონაწილეობით შესრულდა ეკლესიის ეზოში განთავსებულ საცურაო აუზში არსებული წყლის კურთხევის წესი და შეიქმნა მხიარული სადღესასწაულო განწყობა- გაცოცხლდა წუწაობის ხალხური ჩვევა. ვარდავარის წყლით განწმენდის მხიარული სცენის მონაწილე გახდა თითოეული სტუმარი და წირვაზე დამსწრე, უმცროსი და უფროსი, თითოეული მორწმუნე.

იესო ქრისტეს ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებული წირვის შემდგომი სადღესასწაულო ზეიმი გაიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ბათუმის „სურბ ფრკიჩ“, ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“, ახალქალაქის „სურბ ხაჩ“, ნინოწმინდის „სურბ სარგის“, ქვემო ქართლის რეგიონის და მიმდებარე სოფლების ეკლესიებსა და სამლოცველოებში, რომლის შემდეგაც ყველგან სადღესასწაულო გამასპინძლება გაიმართა.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են