Материалы

ხელმეორედ იკურთხა პატარა ხანჩალის „სურბ ჰაკობ“ ეკლესია

საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედი ეკლესიების რაოდენობას კიდევ ერთი ხელმეორედ კურთხეული ეკლესია შეემატა.

2021 წლის 5 სექტემბერს, საზეიმო ვითარებაში, „დრნბაცექის“ (კარის კურთხევის) რიტუალითა და წმინდა მირონის ძალით ხელმეორედ იკურთხა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფ. პატარა ხანჩალის მე-19 საუკუნის „სურბ ჰაკობ“ ეკლესია.

ეკლესიის ხელმეორედ კურთხევის რიტუალი აღესრულეს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის ბალტიისპირეთის ქვეყნების ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვარდან ნავასარდიანმა,   საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანმა   ნინოწმინდის რაიონის „სურბ სარგის“ ეკლესიისა და მიმდებარე სოფლების სულიერი მოძღვრის ღირსი მღვდლის არმაშ პოღოსიანის მონაწილეობით.

ღვთის სახლის კურთხევის რიტუალს ესწრებოდნენ მღვდელმონაზონი ჰაკობ საჰაკიანი, ღირსი მღვდელი არარატ გუმბალიანი, ღირსი მღვდელი ნარეკ ტიგრანიანი.

უძველესი ეკლესიის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოები წარმოშობით პატარა ხანჩალელი, ამჟამად რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენის არტაკ ისპირიანის ქველმოქმედებით ჩატარდა. ქველმოქმედის სიტყვებით ეკლესიის რესტავრაციის მიზანი უძველესი ტაძრის შენარჩუნება და სოფლის მოსახლეობისათვის ლოცვის, საეკლესიო რიტუალებში მონაწილეობის, ჯვრისწერის, ნათლობის და სხვა რელიგიური რიტუალების კეთილმოწყობილ ეკლესიაში ჩატარების შესაძლებლობის შექმნა იყო.

სოფლის მოსახლეობას, ქველმოქმედს და მის ოჯახს განახლებული და გალამაზებული ეკლესია მიულოცეს და სულიერ მსახურთა მიერ წარმოითქვა კურთხევის და მადლიერების სიტყვები, რომელიც სომხური ეკლესიის მცნებებს, ყოვლისშემძლე უფლისა და იესო ქრისტეს ღრმა რწმენით ცხოვრების გზავნილებს შეიცავდა.

2

3

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են