Материалы

თბილისში, ავლაბრის რაიონში კვლავაც სომხური მადისაღმძვრელი ტოლმის სურნელი ტრიალებდა

საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის ინიციატივით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის კურთხევით და ეპარქიის ცენტრების მხარდაჭერით, 2021 წლის 17 ოქტომბერს, თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის ეზოში, საკვირაო საღმრთო ლიტურგიას სომხური ტოლმის ტრადიციული ფესტივალი მოყვა.

მთელს მსოფლიოში გავრცელებული „კოვიდ-19“-ის პანდემია საკუთარ შეზღუდვებს კარნახობს ღონისძიებებს, რომლებიც აერთიანებს საზოგადოებას, მათ შორის სომხური მდიდარი კულტურული ფასეულობებიდან ერთ-ერთის - ეროვნული სამზარეულოს- გამოხატულებას. ამიტომ ტოლმის ფესტივალი ნაკლები პომპეზურობით და მრავალფეროვნებით აღინიშნა.

2საკვირაო საღმრთო ლიტურგიის შემდეგ ეკლესიის ეზოში განლაგებულ მაგიდებზე განთავსდა თბილისელი სომეხი ქალბატონების მიერ მომზადებული ტოლმის ქვაბები, რომლის მადის აღმძვრელი სურნელიც მთელს ავლაბარში ტრიალებდა, რაც ხალხს ტოლმის დასაგემოვნებელ განწყობას უქმნიდა.  

სომხური ტოლმის ფესტივალს ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატები, თბილისელი სომეხი საზოგადოების წარმომადგენლები, ეკლესიის მორწმუნეები.

3საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის თავმჯდომარემ, სუსანა ხაჩატრიანმა, ფესტივალის გახსნისას ტრადიციის შენარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა სომეხი კაცის იდენტობასთან დაკავშირებული ეროვნული კერძების მსგავსი ღონისძიებების საშუალებით თაობებისათვის გადაცემას. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი მიესალმა ტრადიციული ტოლმის ფესტივალის ჩატარებას, აღნიშნა, რომ უაღრესად დასაფასებელია სომხური კულტურის შენარჩუნების ტენდენცია საქართველოში, და მის დედაქალაქ თბილისში - მისი მრავალმხრივი წარმოჩენით.

4წმინდა მამამ დალოცა ფესტივალის ყველა მონაწილე, ფესტივალს მშვიდობიანად ჩატარება უსურვა და ყველა ტოლმის სხვადასხვა სახეობის დასაგემოვნებლად მიიწვია.

სომხური ეკლესიის ეზო სავსე იყო ხალხით: მათ დააგემოვნეს ტოლმა და მაღალი შეფასება მისცეს ქალბატონების მიერ სიყვარულით, სითბოთი და ოსტატობით მომზადებული ამ კერძის გემოვნურ თვისებებს.

საზოგადოების ტოლმით გამასპინძლება სიმღერებისა და მუსიკის თანხლებით ჩატარდა, რამაც მხიარული განწყობა შეუქმნა დამსწრეებს. ტოლმის ფესტივალზე დამსწრეები გამაგრილებელი სასმელებით უზრუნველყო ედუარდ მარუქიანის ხელმძრვანელობაში არსებულმა სასმელების კომპანია „რიწა“-მ, ხოლო პურით - კომპანიამ „ბებოს ლავაში“. ფესტივალის ჩატარებაში მოკრძალებული წვლილი შეიტანეს ინდივიდუალურმა ქველმოქმედებმა, ეკლესიის მორწმუნეებმა.

საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ყველა ქველმოქმედსა და შემომწირველს ფესტივალის ჩატარებაში მხარდაჭერის და მონაწილეობის მიღებისათვის.

5

6

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են