Материалы

თბილისში სურბ სარგის მხედართმთავრის, მისი ვაჟისა და თანამებრძოლების დღესასწაული აღინიშნა

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესია სურბ სარგის მხედართმთავარს, მის ვაჟს - მარტიროსს და 14 თანამებრძოლს წელს 12 თებერვალს იხსენებს. სომეხი მორწმუნეებისათვის საყვარელი საეკლესიო დღესასწაული სათანადოდ აღინიშნება საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ეკლესიებში.  დღესასწაული ყველგან დაიწყო წინასადღესასწაულოდ მოწყობილი მსვლელობებით და წმინდანის სახელობის ეკლესიებსა და სამლოცველოებში მომლოცველობით.

Tbilisi

თბილისის სომეხი მრევლი სურბ სარგისის დღესასწაულს ტრადიციულად - ხარფუხის უბანში შემორჩენილ, 1883 წელს აშენებულ წმინდანის სახელობის სამლოცველოში მსვლელობით აღნიშნავს.

წინასადღესასწაულოდ, 2022 წლის 11 თებერვალს, ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის ეზოში შეკრებილი მრავალრიცხოვანი მრევლი, ღირსი მღვდლის კირაკოს სიმონიანის წინამძღოლობით, დიაკვანთა დასის თანხლებით, სურბ სარგისის ხატებითა და ბაირაღებით, გალობით და ლოცვით სურბ სარგის სამლოცველოსკენ გაემართა. აღსანიშნავია სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრი ახალგაზრდული ჯგუფების აქტიურობა, მათი მაღალი ორგანიზებულობა. მსვლელობის მონაწილეები გაჩერდნენ და ლოცვა აღავლინეს შამხორეცოც კარმირ ავეტარან ეკლესიის ნანგრევებთან.

თითოეული მომლოცველი სალოცავში აღთქმის შესრულების შემდეგ მშობლიურ ენაზე წარმოთქმული საუფლო ლოცვით მივიდა სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში.

Tbilisi

წინასადღესასწაულო საღამოს ღვთისმსახურება აღევლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვლის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობითა და სასულიერო დასის მონაწილეობით.

ეპარქიის წინამძღვარმა მისი კურთხევა გადასცა დამსწრეებს, იქადაგა დღის მნიშვნელობაზე - სურბ სარგის მხედართმთავრის, მისი ვაჟის და 14 თანამებრძოლის მიერ ქრისტიანობისთვის თავგანწირვის შესახებ. წმინდა მამამ ისაუბრა ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ მეორის უმაღლესი განკარგულებით სურბ სარგის მხედართმთავრის დღესასწაულის ახალგაზრდების კურთხევის დღედ გამოცხადების შესახებ, შეასრულა ახალგაზრდების კურთხევის წესი და მათ სურვილების ასრულება უსურვა.

სურბ სარგისის დღესასწაულის აღნიშვნა მიღებულია არა მხოლოდ საეკლესიო წესით, ლოცვით, არამედ ხალხური წეს-ჩვეულებებით. წინასადღესასწაულო ცერემონიის ბოლოს, დამსწრე ახალგაზრდებმა მიიღეს ნაკურთხი მარილიანი კვერები, რომელსაც უკავშირებენ თავიანთი ოცნებების ასრულებას. 12 თებერვალს, დღესასწაულის დღეს, თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვლის წინამძღოლობით აღევლინება სადღესასწაულო წმინდა წირვა.

საქართველოს სომეხთა ეპარქია მადლობას უხდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის სამსახურს, თბილისში მრევლის მსვლელობის გაძღოლის და სატრანსპორტო გზით მშვიდობიანი მსვლელობის უზრუნველყოფისათვის.

Tbilisi

Akhalqalaqi

Ninotsminda

Batumi Surb Phrkich

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322922248
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2022 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են