Материалы

საიათნოვას ტრადიციული „ვარდატონი“ სიმღერების კრებულის პრეზენტაციით დაიწყო

2022 წლის 28 მაისს, საიათნოვასადმი მიძღვნილი ტრადიციული „ვარდატონი“ თბილისში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურულ საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრში, უკვდავი აშუღის 300 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სიმღერების კრებულის პრეზენტაციით დაიწყო.

პრეზენტაციას ესწრებოდა მომღერალი-პედაგოგი, ერევნის სახელმწიფო კონსერვატორიის დოცენტი მუშეღ ჰარუთუნიანი. მან სულის ძახილით შეადგინა საიათნოვას სიმღერების კრებული და უკვე საკუთარი რჩეული სიმღერები წარუდგინა საზოგადოებას. სიმღერების კრებული, რომელსაც ასევე თან ერთვის სტრიქონ-სტრიქონ გაკეთებული შინაარსობრივი განმარტებები, აერთიანებს 28 სიმღერას, მათ შორის ორ მათგანს ქართული ვერსიით. 

სიმღერების კრებულის პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღო ასევე ერევნის აშუღურ-ეთნოგრაფიული სიმღერის „ჰაი კანჩ“ ანსამბლმა, რომელიც მუსიკოს-პედაგოგ ჰარუთუნიანის ხელმძღვანელობით ერევნის კომიტასის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიისა და რომანოს მელიქიანის სახელობის მუსიკალური კოლეჯის სტუდენტებისგან შეიქმნა. 

სიმღერების კრებულის პრეზენტაციას ესწრებოდნენ თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის ღირსი მღვდლები კირაკოს სიმონიანი და ჰოვსეფ ჰარუთუნიანი, კინორეჟისორი ოთარი მიქელაძე, პროდიუსერი დავით ბეჟიტაშვილი, საზოგადოების წარმომადგენლები, საიათნოვას სიმღერების თაყვანისმცემლები.

285066244

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანლის ევგენია მარკოსიანის მისასალმებელი და ანსამბლის ხელმძღვანლის მადლობის სიტყვის შემდეგ გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში ნიჭიერი სოლისტების შესრულებით, ხალხური საკრავებისა და ფორტეპიანოს აკომპანირებით გაჟღერდა საიათნოვას მუდმივად თანამედროვე სიმღერები. 

თბილი და სასიამოვნოდ მოსასმენი კონცერტის დასასრულს, ორგანიზატორმა, დოცენტმა ჰარუთუნიანმა მადლობა გადაუხადა სომხური დახმარების საზოგადოების ერევნის რეგიონულ განყოფილებას და „მაიად ტურ“ ტურისტულ კომპანიას სიმღერების კრებულის გამოცემის და თბილისში ვიზიტის  მხარდაჭერისათვის.

კონცერტის დასასრულს ღირსმა მღვდელმა კირაკოს სიმონიანმა დამსწრეებს გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვლის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის მამობრივი კურთხევა, და მუშეღ ჰარუთუნიანს და მის ხელმძღვანელობაში არსებულ ანსამბლ „ჰაი კანჩ“-ს სომხური გუსანური სიმღერის და ხალხური სამუსიკო ხელოვნების სიწმინდის დაცვა, ორი დედაქალაქის კულტურულ ოჯახებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და მათი სამომავლო განვითარება უსურვა.

ულამაზესი დღის სამახსოვროდ, დამსწრეებმა მიიღეს საიათნოვას სიმღერების კრებული მუშეღ ჰარუთუნიანის ავტოგრაფით.

285053521

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են