სურბ ეჯმიაწინის დღესასწაული თბილისში წმინდა წირვით და სომხური ქადით გამასპინძლებით აღინიშნა
2022 წლის 19 ივნისს წმინდა წირვითა და სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა სომხური ეკლესიის ერთ-ერთი დიდი დღესასწაული - წმ. გრიგოლ განმანათლებლის ხილვით კათოლიკე სურბ ეჯმიაწინის დაარსების დღე.
სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის სურბ ეჯმიაწინ ეკლესია მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალური ტაძარია, რომელსაც პატივი აქვს ატაროს სურბ ეჯმიაწინის სახელწოდება - წარმოებული ავლაბრის ტოპონიმიკასთან ერთად.
თბილისში, სომხებით დასახლებულ ავლაბრის უბანში, ამაყად მდგარი სომხური ტაძარი ღვთისმოსავი მორწმუნის მტკიცე სიყვარულს, მოწიწებას და მორჩილებას გამოხატავს საკუთარი რწმენის და მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის მიმართ. მე-19 საუკუნის დასაწყისში ვაღარშაპატელი ოსტატების ხელითა და თბილისელების სახსრებით აშენებული ეჯმიაწნეცოც სურბ გევორგ სახელწოდების ეკლესია, რომელმაც შემდგომში უკვე მიიღო და ამჟამადაც ცნობილია როგორც ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის სახელით, არის ამ სიყვარულისა და მორჩილების გამოხატულება.
სურბ ეჯმიაწინის დღესასწაული თბილისში ახლადხელდასხმული მღვდლის ჰოვსეფ ჰარუთუნიანის მიერ აღვლენილი წმინდა წირვით აღინიშნა. მწირველმა მღვდელმა იქადაგა მთავარი საკათედრო წმინდა ეკლესიის საყოველთაო და ცენტრალურ მისიაზე, ხაზი გაუსვა იმ სიამაყესა და ვალდებულებას, რომელიც აკისრია საქართველოში მოქმედ ამავე სახელწოდების ეკლესიას. წმინდა მამამ მორწმუნეებს რწმენაში სიმტკიცის შენარჩუნებისკენ, ქრისტიანული მცნებებით ცხოვრების და მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის მორჩილებისკენ, ისევე როგორც საქართველოში მოქმედი უძველესი და ახლად აშენებული ტაძრების დაცვის, გაძლიერების და შენარჩუნებისკენ მოუწოდა.
წმინდა წირვის დასასრულს, საქართველოს სომეხ ქალთა კავშირ „შუშანიკის“ ინიციატივით და ეკლესიის სასულიერო დასის მხარდაჭერით სომხური ქადით გამასპინძლება გაიმართა. თბილისის ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში სურბ ეჯმიაწინის დაარსების დღესასწაული ნამდვილ ზეიმად იქცა.