Материалы

სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა სულებისათვის პანაშვიდი შესრულდა

დღეს, 2022 წლის 18 აგვისტოს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ეკლესიებში, ეპარქიის წინამძღვრის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევით, ერევნის სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულ უდანაშაულო მსხვერპლთა სულების სიმშვიდისათვის პანაშვიდი შესრულდა. თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარსა და ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში, სასულიერო და დიაკვანთა დასის მონაწილეობით შესრულებული საყოველთაო პანაშვიდის რიტუალი ასევე იყო ერთმანეთის მხარდაჭერის და დახმარების მოწოდება თითოეული სომეხის მიმართ ამ უმძიმესი სიტუაციის დასაძლევად.

დამსწრეებმა სანთლები დაანთეს დაღუპულთა სულების სიმშვიდისათვის.

300082376 5438824396234328 8457723001400792051 N

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են