Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის განყოფილების სტუდენტური სამიტი

2022 წლის 22 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო „რადიუსში“ საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის განყოფილების სტუდენტური სამიტი გაიმართა. ღონისძიება განხორციელდა „ჯინიშიანის ხსოვნის ფონდის“ „სამოქალაქო დიალოგი და პრაქტიკული ნაბიჯები ცვლილებებისთვის“ პროექტის ფარგლებში. სამიტს 25 სტუდენტი ესწრებოდა ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და თბილისის უმაღლესი სასწავლებლებიდან.

სამიტი გახსნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ემილ სარგსიანმა, რომელმაც განაცხადა, რომ სამიტს აქვს დასკვნითი ხასიათი და მოიცავს ეპარქიულ და სათემო ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას.

ღონისძიებაზე მყოფმა ღირსმა მღვდელმა კირაკოს სიმონიანმა დამსწრეებს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის კურთხევა და კეთილი სურვილები გადასცა სამიტის საქმიანობაში. ღირსმა მღვდელმა კირაკოსმა ყურადღება გაამახვილა ეკლესიის გარშემო ახალგაზრდების გაერთიანებაზე, სათემო ცხოვრებაში მათი აქტიურად ჩართვისა და ქრისტიანული მცნებებით ცხოვრების საკითხებზე.

დამსწრეებმა მოისმინეს ბრიტანული კოლუმბიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ლექტორის გევორგ გრიგორიანის ლექცია.

სამიტში ონლაინ გამოსვლებით ჩაერთნენ ახალგაზრდა ელჩები გერმანიიდან, შვედეთსა და დიდი ბრიტანეთიდან.

სამიტი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა მათთვის საინტერესო სხვადასხვა საკითხი წამოჭრეს.

Img

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են