Материалы

შემეცნებითი ექსკურსია თბილისსა და ბოლნის - ხაჩენში

2023 წლის 7 მაისს, ახალქალაქის ახალგაზრდული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის სომხური ლიტერატურისა და სომხეთის ისტორიის ჯგუფების საუკეთესო მოსწავლეებისათვის შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო თბილისში.

პირველი ლოკაცია რასაც ეწვივნენ იყო „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრი, სადაც ახალგაზრდული ცენტრის ჯგუფს თბილად უმასპინძლა თუმანიანის სახლის გიდმა - ედიტა ზორაბიანმა. ზორაბიანმა ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლეებთან ერთად ღია გაკვეთილი ჩაატარა, რომელიც თუმანიანის ცხოვრებასა და მოღვაწეობას მიეძღვნა. თუმანიანური გარემო იყო შექმნილი, მოსწავლეები კითხულობდნენ ლექსებს, მღეროდნენ სიმღერებს, საინტერესო ისტორიებს ჰყვებოდნენ თუმანიანის ცხოვრებიდან, კითხვებს უსვამდნენ გიდს და გიდისაგან მიღებული ღრმააზროვანი პასუხებით იკმაყოფილებდნენ ცნობისმოყვარეობას. იგრძნობოდა მოსწავლეების დიდი სიყვარული ყოველთა სომეხთა პოეტის მიმართ, რისი დასტურიც სიღრმისეულად შესწავლილი მისი შემოქმედება და მისი ნაწარმოებების ზეპირად ცოდნა იყო.

Image 10 05 23 08 41

აქედან ჯგუფი თბილისის სურბ გევორგ მთავარი საკათედრო ტაძრისა და ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიისკენ გაემართა. უძველეს და ძლიერმოქმედ სომხურ ტაძრებში სანთლების დანთებისა და ღვთიური სულითა და სიმტკიცით ავსების შემდეგ,  ექსკურსიის მონაწილეები გაემგზავრნენ ბოლნისის რაიონის სოფელ ბოლნის-ხაჩენში, სადაც ღაზაროს აღაიანისადმი მიძღვნილ ტრადიციულ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.

მოსწავლეთა ჯგუფმა ტური გამართა ღაზაროს აღაიანის სახლ-მუზეუმში, ხოლო ახალგაზრდული ცენტრის ანსამბლ „ჰაიქის“ ორი მოცეკვავე ღონისძიებაზე „პარმანის“ ცეკვით გამოვიდა.

დღე მდიდარი შთაბეჭდილებებით დასრულდა, სტუმრები და ექსკურსიის მონაწილეები დადებითი ემოციური მუხტით აღსავსე დაბრუნდნენ ახალქალაქში.

კარინე თადევოსიანი, ახალქალაქის ახალგაზრდული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის პასუხისმგებელი

Image 10 05 23 08 41

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են