Материалы

თბილისელმა სომხებმა არცახისათვის საყოველთაო ლოცვაში მიიღეს მონაწილეობა

2023 წლის 1-ელ ოქტომბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში, ეპარქიის წინამძღვრის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით, საკვირაო წმინდა წირვა აღავლინა ღირსმა მღვდელმა ვირაპ ღაზარიანმა.

როგორც მოგვეხსენება, 1-ელ ოქტომბერს მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში დაგეგმილი იყო მირონის კურთხევის წმინდა ცერემონიის ჩატარება, რომელიც არცახსა და სომხეთის რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო, და უწმინდესისა და უნეტარესის ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ II-ის უმაღლესი განკარგულებით, 1-ელი ოქტომბერი არცახისათვის საყოველთაო ლოცვის დღედ გამოცხადდა.

38571556

საკვირაო წმინდა წირვის შემდეგ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა მიმართა დამსწრეებს, ისაუბრა ბოლო დღეებში არცახსა და სომხეთში არსებულ ვითარებაზე, დაკარგულ ტერიტორიებზე, დევნილი ასი ათასზე მეტი არცახელის გაურკვეველ ბედზე, და თბილისელ სომხებს ერთიანობისკენ მოუწოდა. არცახისათვის შესრულებულ საყოველთაო ლოცვას ეპარქიის წინამძღვრის საპატიო წინამძღოლობით შეუერთდა სასულიერო დასი და მორწმუნეები, რომლებიც მუხლმოდრეკილნი ლოცულობდნენ არცახის და მისი დევნილი მოსახლეობის გადარჩენისთვის.

არცახისათვის საყოველთაო ლოცვა აღევლინა ასევე თბილისის ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიასა და ეპარქიის სხვა სომხურ ტაძრებში.

563323129 N

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են