Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს უმასპინძლა

2023 წლის 2 ნოემბერს, თბილისის სურბ გევორგ მთავარი საკათედრო ტაძრის საწინამძღვრო რეზიდენციაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა კირაკოს დავთიანმა ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ბატონ პეტრ კუბერნატს უმასპინძლა.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა სტუმარს გააცნო საქართველოში მოქმედი სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი ეპარქია, რომელიც საქართველოში მცხოვრებ სომეხთა სომხური ეკლესიისა და ქრისტიანული სარწმუნოების გარშემო გამაერთიანებელ ცენტრალურ ძალას წარმოადგენს, ისაუბრა ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედ და შემონახულ სომხურ ეკლესიებზე, ხაზი გაუსვა იმ კულტურულ, საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ საქმიანობებს, რომელიც ერთობლივად ხორციელდება თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, ისაუბრა სხვა რელიგიურ კონფესიებთან ეპარქიის თანამშრომლობაზე.

ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა ისაუბრა ჩეხეთის რესპუბლიკაზე, ქვეყნის სულიერ ცხოვრებასა და ადგილობრივ სომხურ თემზე. საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პეტრ კუბერნატმა ეპარქიის წინამძღვარს საქართველოს სომეხთა ეპარქიის გაძღოლის საქმეში ახალ-ახალი მიღწევები უსურვა.

შეხვედრამ ჩაიარა თბილ, მეგობრულ ატმოსფეროში - სხვადასხვა პროექტში მონაწილეობის ორმხრივი მოლოდინით და მზაობით.

შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველო“-ს პრეზიდენტი არნოლდ სტეფანიანი და ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი მარი მიკოიანცი.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են