Материалы

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის წინამძღვარმა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი საკუთარ რეზიდენციაში მიიღო

2024 წლის 17 იანვარს, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის წინამძღვარმა, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა მთავარეპისკოპოსმა ზენონ იარაჯულმა, საკუთარ საეპისკოპოსო რეზიდენციაში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს მის ყოვლადუსამღვდელოესობას ეპისკოპოს კირაკოს დავთიანს უმასპინძლა. ეპისკოპოს კირაკოს დავთიანს შეხვედრაზე თან ახლდა დიაკვანი გევორგ ავეტისიანი.

წმინდა მამებმა ისაუბრეს ქართველთა და სომეხთა მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრების მანძილზე ისტორიულად ერთობლივად განვლილ გზასა და საერთო გამოცდილებაზე, აგრეთვე, იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ამჟამად დგას ეს ორი უძველესი ერი. ეპარქიების წინამძღვრებმა თანამოძმეობის სულისკვეთებით განიხილეს ქართულ-სომხურ კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოსა და სომხეთში.

მთავარეპისკოპოს ზენონ იარაჯულსა და ეპისკოპოს კირაკოს დავთიანს შორის გამართულმა შეხვედრამ  მყუდრო, მეგობრულ და ურთიერთგაგების ატმოსფეროში ჩაიარა.

2

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են