Материалы

მომლოცველობა თუმანიანის საყვარელ ადგილებში

ჰოვანეს თუმანიანის დაბადების 155-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევითა და მხარდაჭერით, 2024 წლის 14-15 სექტემბერს, ჰოვანეს თუმანიანის მშობლიურ მხარეში, სოფელ დსეღში, თბილისის „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ სამეცნიერო, კულტურული ცენტრის თანამშრომლებს გოჰარ მაზმანიანს და ედიტა ზოჰრაბიანს უმასპინძლეს.

ჰოვანეს თუმანიანის სომხეთის რესპუბლიკის სოფელ  დსეღის სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელმა როზა ღაზუმიანმა,  გიდმა ანი ღაზუმიანმა და მუზეუმის ფონდის პასუხისმგებელმა ვერიჩკა აღაჯანიანმა თბილისელ სტუმრებს მონაწილეობა მიაღებინეს ღონისძიებებში სახელწოდებით „ტნიცტუნ“ (სახლიდან სახლში), რომელიც მოიცავდა ვიზიტს დსეღის ჰოვანეს თუმანიანის სახლ-მუზეუმში, თბილისის და დსეღის თუმანიანის სახელობის ცენტრების ბოლო წლების მიღწევების ვიდეოჩანაწერების გაცნობას, თუმანიანის საყვარელი ადგილების - სოფლის სახლის, სადაც დაიბადა, ბავშვობის და ჭაბუკობის პერიოდი გაატარა მომავალმა დიდმა ლორელმა, გიქორის წყაროს, ბარძრაქაშ სურბ გრიგორის მონასტრის (X-XIII ს.), სირუნ ხაჩის,  წოვერის ტბის, სურბ გრიგორ ლუსავორიჩის სახელობის ეკლესიისა (V-VIII ს.) და სხვა ადგილების მოლოცვას.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის   „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ სამეცნიერო, კულტურული  ცენტრის თანამშრომლები მადლობას უხდიან მუზეუმის თანამშრომლებს გულთბილი მიღების და წარუშლელი შთაბეჭდილებებისთვის.

 

2

Photo 2024

Photo 2024 09 18 10

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են