დოქტორ ჰაკობ აინთაფლიანის ვიზიტი საქართველოში
თბილისში იმყოფებოდა ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ექიმ-კარდიოლოგი, დოქტორ-პროფესორი, ჰაკობ აინთაფლიანი. 85 წლის სომეხი პატრიოტის მოღვაწეობის სფერო, მედიცინის გარდა, საზოგადოებრივი ცხოვრება, სომხური ენათმეცნიერების შესწავლა და ის ლექსებია, რომელიც მალევე სიმღერებად გარდაიქმნება, ამასთან სკოლების მშენებლობა და ქველმოქმედებაა.
2024 წლის 13 ნოემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში, ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა კირაკოს დავთიანმა მიიღო ჰაკობ აინთაფლიანი. შეხვედრისას საუბარი შეეხო ორივე მხარისათვის საინტერესო საკითხებს.
თბილისში, ჰოვანეს თუმანიანის ყოფილ ბინაში, თბილისელი სომეხი საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, ჰაკობ აინთაფლიანი გამოვიდა მოხსენებით, რომელიც შეეხებოდა დედაენის, სამშობლოს, განათლებისა და კულტურის სხვადასხვა საკითხებს, რომლის დროსაც უპასუხა დამსწრეთათვის საინტერესო შეკითხვებს.
შეხვედრაზე გაჟღერდა ღონისძიებისათვის სპეციალურად ჩამოსული მომღერლის, ლუიზა ერემიანის მიერ შესრულებული კლასიკური სიმღერები, რომელსაც აკომპანირებას უწევდა კომიტასის სახელობის ერევნის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, კომპოზიტორი და პიანისტი მარგარიტ სარქისიანი.
დამსწრეებს გადაეცათ დოქტორ-პროფესორ ჰაკობ აინთაფლიანის და პროფესორ არტემ სარქისიანის მიერ შედგენილი უცხო სიტყვათა სომხური სინონიმების ლექსიკონი და აინთაფლიანის სპონსორობით გამოცემული ჰოვანეს თუმანიანის ლექსების კრებული - „ფნჯიკ“.