Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიაში დიდი მარხვის 24-ე დღე - "მიჯინქ"-ი აღინიშნა

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის კალენდრით ამჟამად დიდი მარხვის პერიოდია. 2022 წლის 23 მარტს, დიდი მარხვის 24-ე დღეს, მარხვა გაშუალედდა. დიდი მარხვის განზოგების - გაშუალედების დღეს "მიჯინქი" ეწოდება. აღნიშნულ საეკლესიო დღესასწაულს თან ახლავს რიგი ხალხური წეს-ჩვეულებები და ტრადიციები, როგორიცაა, მაგალითად ქადის ან ბაღარჯის გამოცხობა.

სულიერი მწყემსების წინამძღოლობით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიები სათანადოდ მომზადდა მიჯინქისათვის - დღესასწაულის საეკლესიო ცერემონიასთან ერთად სახალხო წეს-ჩვეულებებით აღსანიშნავად.

1

თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარსა და ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში, სასულიერო და დიაკვანთა დასის მონაწილეობით შესრულდა "სიმშვიდის" და "მშვიდობის" ღვთისმსახურება.

ღირსმა მღვდელმა სამველ თოროსიანმა დამსწრეებს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვლის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევა გადასცა და დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. სულიერმა მამამ მორწმუნეებს უსურვა, რომ დიდი მარხვის მეორე ნახევარიც - ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულამდე პერიოდი - სიყვარულითა და რწმენით გაიარონ. სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის კალენდრით წელს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული 17 აპრილს აღინიშნება.

მიჯინქის ბაღარჯით ან ქადით აღნიშვნის სახალხო ტრადიცია საქართველოს სომეხ მორწმუნეებში ქადის ფესტივალად იქცა. საკურთხეველზე ეწყო ამ დღისათვის სპეციალურად გამომცხვარი სხვადასხვანაირი ქადა, რომელიც იკურთხა და სომხურ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი "ჰაიარტუნ" ცენტრის "ნერსეს შნორჰალი" გუნდის წევრების მიერ მორწმუნეებს დაურიგდა. დამსწრეთა ნაწილისათვის სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა ეკლესიის ჯვრის ნათლიების მიერ მომზადებული საჩუქრების - ნაკურთხი ჯვრების მიღება.

1

მიჯინქის დღე განსაკუთრებული პომპეზურობით აღინიშნა სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ახალქალაქის სურბ ხაჩ მთავარ ეკლესიასა და მიმდებარე სოფლებში, ახალციხის სურბ გრიგორ ლუსავორიჩ, ნინოწმინიდის სურბ სარგის, ბათუმის "სურბ ფრკიჩ" ეკლესიებში, წალკისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების სოფლებში, ქვემო-ქართლის რეგიონის სომხურ ეკლესიებში, ქ. რუსთავის "სურბ გრიგორ ნარეკაცი" სასულიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრში. დამსწრეებმა შეიტყვეს დღის მნიშვნელობის შესახებ, მიირთვეს ნაკურთხი ქადა, რომელიც არის რწმენითა და ლოცვით მარხვის მეორე ნაწილის გავლისა და ქრისტიანული სიყვარულით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შეხვედრის საწინდარი.

ეკლესიების სასულიერო დასმა "მიჯინქ"-ის აღნიშვნაში გაწეული დახმარებისათვის მადლიერება გამოხატა ეკლესიების ჯვრის ნათლიების მიმართ.

1

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են