Материалы

სომხეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის სამუშაო ვიზიტი თბილისში

59670576 2209186989198101 2772862978293235712 O

2019 წლის 6-7 მაისს, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში თბილისში იმყოფებოდა სომხეთის კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ქალბატონი ნაზენი ღარიბიანი, მრჩეველ არუსიაკ ტერჩანიანის თანხლებით. ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოვალეობების შემსრულებელი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის დიპლომატების თანხლებით ადგილზე გაეცნო პეტროს ადამიანის სახელობის სომხური დრამატული თეატრის სამშენებლო სამუშაობების პროცესს და ესაუბრა თეატრის ადმინისტრაციას. რის შემდეგაც მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ეწვია საქართველოში სომხეთის საელჩოს, სადაც დელეგაციას უმასპინძლა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუბენ სადოიანი.
მომდევნო დღეს, 7 მაისს, ქალბატონმა ნაზენი ღარიბიანმა ქართველ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ, ყვავილეაბით შეამკო ხოჯივანქის პანთეონში დაკრძალულ დიდ სომეხთა საფლავები, რის შემდეგაც სანთლები აანთო ავლაბრის სურბ ეჯმიაწინის ეკლესიაში, დაათვალიერა „ჰაიარტუნ“ ცენტრი, გაეცნო ცენტრის სამუშაობებს. სომხეთის რესპუბლიკის კულტრუის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ასევე ეწვია სურბ გევორქის ეკლესიას. სტუმრებს დახვდა საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ყოვლადუსამღვდელოეს ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანი. მას შემდეგ, რაც თემის წინამძღვრმა ეკლესიის შესახებ უამბო სომხეთის დელეგაციას, და ნაზენი ღარიბიანმა საიათ-ნოვას საფლავი ყვავილებით შეამკო, მათ ეწვიეს „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრს.
აქ, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს ინიცაიატივით და საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მონაწილეობით გაიმართა შეხვედრა თბილისის სომხური დაწესებულელების ხელმძღვანელებთან და ინტელიგენციასთან. ჩაის მაგიდის ირგვლივ დამსწრეებმა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს გააცნეს თავიანთი საქმიანობა, გააცნეს ის შესაძლებლობები, რომლებსაც სთავაზობენ სომხური კულტურის და ტრადიციების შენარჩუნებისთვის, სომხურ-ქართული კულტურის ურთიერთობების განვითარებითვის.
სომხეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრის მოვალეობების შემსრულებელი დღის ბოლოს ესტუმრა „გარი დავთიან“ თოჯინების კულტურის სახლს.
ქალბატონ ნაზენი ღარიბიანს თბილისში უმასპინძლეს საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს კულტურის საკითხების პასუხისმგებელი ართურ სარგსიანი და მედიასთან და საზოგადოებასთან ურთუერთობის პასუხისმგებელი ჰარუთიუნ ჰაირაპეტიანი.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են