Материалы

საქართველოს სომეხთა ეპქრქიაში მორწმუნეებს დაურიგდათ სააღდგომო საჩუქრები

A2019 წლის 19 აპრილს, უფლის და მხსნელის, იესო ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის სურბ გევორგ საკათედრო და ავლაბარის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიებში მორწმუნეებს დაურიგდათ სააღდგომო საჩუქრები.
საქველმოქმედო ქმედების ინიციატორი იყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის რეზიდენცია, სასულიერო და დიაკვანთა დასი, საქართველოს სომეხ ქალთა კავშირი „შუშანიკ“-ი, ინდივიდუალური ქველმოქმედები და მორწმუნეები.
საჩუქრების დარიგებამდე სულიერმა მამებმა დამსწრეებს გადასცეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ყოვლადუსამღვდელოესი ეპისკოპოსის ვაზგენ მირზახანიანის კურთხევა და დამდეგი სააღდგომო მილოცვები.
სურბ გევორგ ეკლესიის ერთგული მორწმუნე ემმა ჯნდოიანის შემოწირულობით სომხური ეკლესიის ორმოცდაათმა მორწმუნემ მიიღო სააღდგომო ტრადიციული სიკეთე.
ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის ჯვრის ნათლიის, რამდენიმე კომპანიის შემოწირულობებით ინდივიდუალური ქველმოქმედებისგან საჩუქრები მიიღეს მრავალმა საჭიროების მქონეებმა, მარტოხელა და ინვალიდმა მოხუცებმა, მრავალწევრიანმა ოჯახებმა.
ეკლესიაში შეკრებილი მორწმუნეები და საქველმოქმედო მოქმედების მონაწილენი სასულიერო დასთან ერთად ლოცვა აღავლინეს სომხური ეკლესიისა და ყოვლისშემძლე უფლის სადიდებლად.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են