თბილისში წმინდა ეჯმიაწინის დღესასწაული აღინიშნა
2019 წლის 23 ივნისს, სომხურ სამოციქულო წმინდა ეკლესიამ წმინდა ეჯმიაწინის დღესასწაული აღნიშნა.
დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში წმინდა და უკვდავი წირვა აღავლინდა.
დილიდან თბილისელი მორწმუნეები სადღესასწაულო წირვაზე დასასწრებლად ავლაბრის სურბ ეჯმიაწინის ეკლესიაში მიდიოდნენ, სადაც წირვა ეკლესიის სასულიერო მსახურმა, მღვდელ ტერ ვირაპ ღაზარიანმა აღავლინა.
წმინდა წირვის პარალელურად, მღვდელმა მიმოიხილა დღის მნიშვნელობა, ისტორიკოს აგათანგელოსის წარმოდგენილი სომეხთა დიდი პატრიარქის, გრიგორ განმანათლებლის სიზმარ-მოჩვენება და კათოლიკოსის სურბ ეჯმიაწინის ტაძრის აშენების ისტორია. ღირსეულმა მღვდელმა ისაუბრა სომეხთა პირველი პატრიარქის გავრცელებული რწმენის სომეხი ხალხის ერთგულების, ერის შენარჩუნების იმ ღირებულებების შესახებ, რომელსაც სომხური ეკლესია სურბ ეჯმიაწინის დედა ეკლესიის ხელმძღვანელობით ასრულებს.
მ. ვირაპ ღაზარიანმან წაიკითხა წმინდა ეჯმიაწინის დღესასწაულისადმი მიძღვნილი კათოლიკოსის ეპისტოლე და მორწმუნეებს დღესასწაული მიულოცა.
წმინდა ლიტურგიის დასრულების შემდგომ, სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის ეზოში შედგა ეკლესიის ქველმოქმედების და ეკლესიის მოყვარულ ქალთა მიერ ორგანიზებულ შეწირულობის კურთხევა, რომელიც ხალხს დაურიგდა.