Материалы

თბილისში წმინდა ეჯმიაწინის დღესასწაული აღინიშნა

2019 წლის 23 ივნისს, სომხურ სამოციქულო წმინდა ეკლესიამ წმინდა ეჯმიაწინის დღესასწაული აღნიშნა.

დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში წმინდა და უკვდავი წირვა აღავლინდა.

დილიდან თბილისელი მორწმუნეები სადღესასწაულო წირვაზე დასასწრებლად ავლაბრის სურბ ეჯმიაწინის ეკლესიაში მიდიოდნენ, სადაც წირვა ეკლესიის სასულიერო მსახურმა, მღვდელ ტერ ვირაპ ღაზარიანმა აღავლინა.

20190623წმინდა წირვის პარალელურად, მღვდელმა მიმოიხილა დღის მნიშვნელობა, ისტორიკოს აგათანგელოსის წარმოდგენილი სომეხთა დიდი პატრიარქის, გრიგორ განმანათლებლის სიზმარ-მოჩვენება და კათოლიკოსის სურბ ეჯმიაწინის ტაძრის აშენების ისტორია. ღირსეულმა მღვდელმა ისაუბრა სომეხთა პირველი პატრიარქის გავრცელებული რწმენის სომეხი ხალხის ერთგულების, ერის შენარჩუნების იმ ღირებულებების შესახებ, რომელსაც სომხური ეკლესია სურბ ეჯმიაწინის დედა ეკლესიის ხელმძღვანელობით ასრულებს.

მ. ვირაპ ღაზარიანმან წაიკითხა წმინდა ეჯმიაწინის დღესასწაულისადმი მიძღვნილი კათოლიკოსის ეპისტოლე და მორწმუნეებს დღესასწაული მიულოცა.

წმინდა ლიტურგიის დასრულების შემდგომ, სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის ეზოში შედგა ეკლესიის ქველმოქმედების და ეკლესიის მოყვარულ ქალთა მიერ ორგანიზებულ შეწირულობის კურთხევა, რომელიც ხალხს დაურიგდა.

20190623

სურბ ეჯმიაწინ

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են