Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვირის ღირსმა მამამ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში, სახელწოდებით „რელიგიები საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“

2019 წლის 24 ოქტომბერს, თბილისის სასტუმრო „ბილთმორის“ საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს რელიგიის საკითხების სახელმწიფო სააგენტოს „რელიგიათშორისი დიალოგი მშვიდობისთვის“ – „რელიგიები საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“ რიგით მეოთხე კონფერენცია ჩატარდა.

კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციები, საქართველოს პარლამენტის და მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატური კორპუსის, აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

A1კონფერენციაზე თავისი კურთხევით წარსდგა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალი, არიქმანდრიტ კირაკოს დავთიანი, თბილისის სურბ გევორგ სამოციქულო ეკლეესის სასულიერო მსახურ მღვდელ კირაკოს სიმონიანის თანხლებით.

კონფერენციის მიზანი იყო რელიგიური ორგანიზაციების მხარდაჭერა, 2008 წელს სხვადასხვა ეროვნული კუთვნილების და რელიგიური მრწამსის მოქალაქეების უმრავლესობის მიერ მოპოვებულ ევროატლანტურ კურსში და ევროინტეგრაციის პროცესში.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს რელიგიის საკითხებით სახელმწიფო სააგენტოს თაცმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ. სიტყვით გამოვიდნენ ასევე ქვეყნის მთავრობის წევრები და პარლამენტის დეპუტატები.

74311770კონფერენციაში მოხსენებით წარსდგა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალი, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანი (სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვრის ღირსი მამა არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის მოხსენება „ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის“ – „რელიგიები საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“ რელიგიის სააგენტოს მე-4 კონფერენც ).

კონფერენციას ესწრებოდნენ ასევე საქართველოს სომეხთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი, „ვრასტან“ გაზეთის რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, თემის იურიდიული და სახელმწიფოსთან ურთიერთობების განყოფილების დირექოტრი, მიქაელ ავაგიანი, ადმინისტრაციულ-ეკონომიკური განყოფილების დირექტორი კარენ ერიციანი.

73011662

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են